როგორ მოვამზადოთ ყველისა და ბანანის ჩიფსები: ჯანსაღი და არომატული ხემსი

ჩიფსების, ორცხობილების და სხვადასხვა სნეკების მავნებლობის შესახებ ყველას სმენია. მიუხედავად ამისა, მას არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ზრდასრული ადამიანებიც ზოგჯერ სიამოვნებით მიირთმევენ. და, იშვიათად, მაგრამ მაინც ყიდულობენ კიდევაც. ისმის კითხვა – რატომ? იმიტომ, რომ რთულია თავი შეიკავო ამ მკვეთრი გემოს მქონე არომატული და ხრაშუნა ნუგბარისგან, რომლის მირთმევა საკმაოდ კომფორტული და სახალისოცაა. თუმცა ამ სიამოვნებას აშხამებს ერთი რამ – ფიქრი იმაზე, რომ მენდელეევის ქიმიური ცხრილის მთელ შემადგენლობას ერთდროულად იღებ.

მოხერხებულმა ქალბატონებმა, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ თავზე და  თავისი ოჯახის წევრებზე, დიდი ხანია მიმართეს ჩიფსების მომზადებას შინაური კარტოფილისგან სახლის პირობებში. აღმოჩნდა, რომ ამ კერძის რეცეპტი საკმაოდ მარტივია. ასევე, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ბოსტნეულისა და ბანანის ჩიფსების გაკეთება ოჯახში. რაც შეეხება ყველის ჩიფსებს, მისი მომზადება ჩვეულებრივ მიკროტალღურ ღუმელშიცაა შესაძლებელი.

ყველის ჩიფსები

ინგრედიენტები

  • 200 გ ხაჭო
  • 20 გ მაგარი ყველი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 20 გ სეზამი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. მაგარი ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. შეურიეთ ხაჭოსა და კვერცხს. მოაყარეთ მარილი და ინტენსიურად აურიეთ. ეს მასა გადაანაწილეთ მიკროტალღური ღუმელის მინის ჭურჭელზე. შუა ნაწილი დატოვეთ ცარიელი. მასას მოაყარეთ სეზამი. მოამზადეთ მიროტალღურში სრულ სიმძლავრეზე ხუთი წუთის განმავლობაში.

2. თუ რგოლი ოქროსფერია, მაგრამ შიგნიდან ისევ ნამიანი, დატოვეთ მიკროტალღურში კვლავ ორი წუთით. ამ რაოდენობის ცომიდან უნდა გამოვიდეს სამი პორცია ჩიფსი. როდესაც რგოლები გაცივდება, დანის წვერით მოაცილეთ ისინი მიკროტალღური ღუმელის ჭურჭელს. დაყავით თქვენთვის სასურველი ზომების მიხედვით და ახრაშუნეთ!

ინგრედიენტებს ასევე შეგიძლიათ მიამატოთ მწვანილი ან ნიორი, სურვილის და გემოვნების მიხედვით. მაშინ სნეკები უფრო პიკანტური გემოსი გახდება. თუმცა ნიორი ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა არ გადაიფაროს ყველიანი ჩიფსების ძირითადი ინგრედიენტების დამახასიათებელი გემო.

ბანანის ჩიფსები

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ბანანი
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ბანანი გაფცქვენით და დაჭერით ნახევარი სმ სისქის თხელ რგოლებად.

2. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე დაალაგეთ ბანანის ნაჭრები. მოასხით ზეთი (სასურველია ზეითუნის) და მოაფრქვიეთ ცოტა მარილი.

3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე და შედგით ბანანი. გამოაცხეთ 15 – 20 წუთის განმავლობაში.

ხრაშუნა და სასარგებლო სნეკი მზად არის!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს იოლი რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply