როცა ნაყიდი ვაშლი ფუჭდება, გამოცდილი დიასახლისები ეძებენ შესაბამის რეცეპტებს, რათა გამოიყენონ ეს ვაშლი და არ გადაყარონ ნაგავში. ჩვენ დღეს გთავაზობთ მარტივ და სწრაფ რეცეპტს, თუ როგორ უნდა გამოაცხოთ ვაშლი კეფირიან თხევად ცომში.
მისი წყალობით არამხოლოდ ხილს გადაარჩენთ, არამედ ოჯახს შესანიშნავი დესერტითაც გაუმასპინძლდებით.
ინგრედიენტები
- სამი ცალი ვაშლი
- სამი ცალი კვერცხი
- ექვსი ს. კ. ფქვილი
- ორი გ სოდა
- ნახევარი ჩ. კ. ვანილის შაქარი
- 60 გ შაქარი
- 50 მლ კეფირი
- 50 გ კარაქი
მომზადება
- გარეცხე ვაშლი, გაფცქვენი, დაჭერი რგოლებად და ამოაცალე გული.
- ღრმა თასში ათქვიფე კვერცხი, დაამატე მას ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი და ათქვიფე სათქვეფით, სანამ კრისტალები სრულად გაიხსნება.
- კვერცხიან მასაში ჩაასხი კეფირი, დაამატე მას სოდა და ფქვილი და მოამზადე ერთგვაროვანი ცომი.
- ვაშლის ყოველი რგოლი ჩაუშვი თხევად ცომში და ცხელ კარაქიან ტაფაზე შეწვი ოქროსფრამდე.
მზა გაციებულ და გამომცხვარ ვაშლს შეგიძლია შაქრის პუდრა მოაყარო, ან მოასხა თაფლი და საყვარელი მურაბა. თუ ოჯახში გიყვართ დარიჩინი, შეგიძლიათ ის თხევად ცომში ჩაამატოთ. ასე ძალიან არომატული გამოვა.
მოამზადეთ სიამოვნებით და აუცილებლად გაუზიარეთ ახალი რეცეპტი თქვენს მეგობრებს!