ქათმის ღვიძლი იაფი პროდუქტია, რომელიც ძალიან სასარგებლოა რკინის დეფიციტის ან დასუსტებული იმუნიტეტის დროს. ამიტომ მისი რაციონში ჩართვა, თუ განსაკუთრებული უკუჩვენება არ არის (მაგალითად, ალერგია), აუცილებელია.
პროდუქტი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ასევე C, A, E და PP-ს ვიტამინებს. მასში ბევრი ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, სელენი და თუთიაა. ხოლო დაბალი კალორიულობა (მხოლოდ 138 კკალ 100 გ პროდუქტზე) ქათმის ღვიძლს ნამდვილად დიეტურ და სასურველ პროდუქტად წარმოგვიდგენს.
დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ქათმის ღვიძლი ტაფაზე გემრიელად. ეს წაგართმევთ მცირე დროს და თან ვინც გასინჯავს, ყველას აუცილებლად მოეწონება.
როგორ მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი ტაფაზე
ამ რეცეპტში გვხვდება ორიგინალური და ჰარმონიული შეხამება ხორცისა და ხილისა.
ინგრედიენტები
- ნახევარი კილო ქათმის ღვიძლი
- ორი ცალი საშუალო თავი ხახვი
- ერთი მჟავე ვაშლი
- ერთი ს. კ. ტომატ პასტა
- ერთი ს. კ. ფქვილი
- ნახევარი ჭიქა წყალი
- ზეთი გემოვნებით
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. ღვიძლი გარეცხე კარგად და მოაჭერი მას ყველა არასაჭირო ნაწილი. გაწმენდილი ღვიძლი დაჭერი ნებისმიერი ფორმის ნაჭრებად.
2. დაჭერი გაფცქვნილი ხახვი რგოლებად ან ნახევარრგოლებად.
3. წვრილ სახეხზე გახეხე მჟავე ვაშლი, აქვე დაამატე მას ტომატ პასტა და ფქვილი. გახსენი ისინი წყალში, მოაყარე მარილი და პილპილი გემოვნებით.
4. ტაფას წაუსვი ზეთი, გაახურე და მოშუშე მასზე ხახვი, სანამ ის გამჭვირვალე გახდება.
5. ახლა ტაფაში ჩაამატე ღვიძლი და შუშე ის, სანამ არ შეწყვეტს წვენის გამოყოფას.
6. ღვიძლს დაასხი ვაშლისა და ტომატის სოუსი და შუშე სამი ან ოთხი წუთის მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში კვლავ მოაყარე მარილი და პილპილი.
7. კერძი უკვე მზად არის! გარნირის სახით შეგიძლიათ შეარჩიო პიურე, მაკარონი ან რაიმე სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გემრიელი გამოვა!
ვაშლი სოუსს ოდნავ სიმჟავეს ანიჭებს, ამიტომ კერძში ხილის არსებობა არც კი შეიმჩნევა, თუ რეცეპტის შემადგენლობა არ იცი. სამაგიეროდ, ვაშლის მომჟავო არომატი ანეიტრალებს ღვიძლის დამახასიათებელ გემოს. ასე რომ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი, თუნდაც ოჯახში თეორიულად არ მოსწონდეთ ხორცისა და ხილის ერთობლიობა.
გემრიელად მიირთვით ჩვენი კერძი და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!