არაჟნის კრემი: რეცეპტი ნაცნობია, მხოლოდ ერთი მოქმედებაა შეცვლილი

მრავალი დიასახლისისთვის არაჟნის კრემი სასურველი მოსართავია სახლში გამომცხვარი ტორტებისთვის. ის იოლი მოსამზადებელია, ნაზია, გემრიელი და საკმაოდ და იაფი ჯდება. მრავალი ცნობილი დასერტი წარმოუდგენელია არაჟნის კრემის გარეშე.

თუმცა ხშირად არაჟნის კრემი შესახედად ბევრად ჩამოუვარდება თავის გემოს: ის კარგად ვერ უსვია ტორტს, რადგან ძალიან თხელია და ჩამოდის. მაგრამ ეს გამოსწორებადი პრობლემაა. იმისათვის რომ კრემი გახდეს უფრო სქელი და ჰაეროვანი, აუცილებელია მას შემადგენლობაში დაემატოს ერთი ინგრედიენტი.

სქელი არაჟნის კრემი

ინგრედიენტები

  • 400 მლ არაჟანი
  • ორი ს. კ. სახამებელი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით

მომზადება

1.ცივი არაჟანი ათქვიფეთ გაციებული სათქვეფით ან მიქსერით 10-15 წუთის მანძილზე. მისი მოცულობა რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს. ამის შემდეგ არაჟანში ჩაამატეთ შაქარი და ესენცია. ყველაზე მეტად უხდება ვანილის და ალუბლის ესენცია.

2. თქვეფის სიჩქარე გაზარდეთ და გააგრძელეთ პროცესი, სანამ შაქარი არ გადნება. ამის შემდეგ კრემი შედგით მაცივარში ერთი საათით. გამოიღეთ არაჟანი და ჩაყარეთ მასში სახამებელი, გულმოდგინედ ათქვიფეთ და კვლავ შედგით მაცივარში 40 წუთით.

სქელი არაჟნის კრემი მზადაა! ეს კრემი ესენციის გარეშე ძალიან უხდება თაფლის ნამცხვარს, ხოლო ესენციის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ სხვა ნამცხვრებისთვის, მათ შორის ეკლერისთვის. ასევე ძალიან უხდება სხვადასხვა ტორტს.

თუ გსურთ, ესენციის ნაცვლად კრემს დაამატეთ ერთი ან ორი ჩაის  კოვზი კაკაოს ფხვნილი. შოკოლადიანი არაჟნის ტორტი ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

იმედია მოგეწონათ ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტი. მოამზადეთ მის მიხედვით არაჟნის კრემი და მოგვიყევით კომენტარებში თქვენი აზრი. ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!

Leave a Reply