ყველას სურს, სტუმრებს რაიმე განსაკუთრებული კერძით გაუმასპინძლდეს. თუმცა, როგორც წესი, ამისთვის დრო არასოდეს არის საკმარისი. ასეთ შემთხვევაში მაშველ რგოლად რაიმე მარტივი და ორიგინალური რეცეპტი დაგეხმარებათ, მაგალითად ღვეზელის, რომლის ცომის მოზელაზე სულ რაღაც ხუთი წუთი დაგჭირდებათ.
ამ ცომს არ სჭირდება არც დაყოვნება, არც ამოსვლა ან დასვენება, თუმცა მისგან მომზადებული ღვეზელი მაინც ფუმფულა და ჰაეროვანი გამოდის. უბრალოდ, კულინარიულ მაგიას აქვს ადგილი.
ფუმფულა ღვეზელი
ინგრედიენტები
- ერთი კვერცხი და ერთი კვერცხის გული
- 50 გრ დაპრესილი საფუარი
- 200 გ მარგარინი ან კარაქი
- ორი ჭიქა ფქვილი
- ორი ჩ. კ. სოდა ან გამაფხვიერებელი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- ნახევარი ჭიქა წყალი
მომზადება
1. ღვეზელის ფუმფულა ცომის მოსამზადებლად საფუარი გახსენი თბილ წყალში. შეგიძლია ასევე გამოიყენო მშრალი საფუარი. ეს ძველი რეცეპტია, მაშინ მშრალი საფუარი არ არსებობდა.
2. ერთმანეთს შეურიე ფქვილი, მარილი, სოდა, კვერცხი, კარაქი და საფუარი და მოზილე ცომი. ამას სულ ორი წუთი დასჭირდება.
3. ცომი არ დააყოვნო, მაშინვე დაიწყე ღვეზელის კეთება. გაყავი ის პატარა პორციებად, უბრალოდ უნდა დაჭრა დანით თანაბარ ნაწილებად. ამ პროცედურას ალბათ სულ სამი წუთი დასჭირდება. ცომის ნაჭრები იმდენად პატარები უნდა იყოს, რომ მათგან სულ ერთი ლუკმა ღვეზელი გამოვიდეს. ინგრედიენტების ამ რაოდენობიდან, როგორც წესი, 40 პორცია გამოდის.
ბურთულების ფორმირება აუცილებელი არ არის. პატარა ზომის წყალობით, ცომის ნაჭრები თავად მიიღებს ბურთის მსგავს ფორმას ცხობის დროს.
4. თუ მას მაშინვე შედგამ გამოსაცხობად, მიიღებ შესანიშნავ ფუმფულა ღვეზელს. ხოლო თუ გაქვს ზედმეტი 5 წუთი, შეგიძლია გააკეთო შიგთავსის მქონე ღვეზელი. ცომის ყოველ პორციას ხელის გულით დააწექი, ცენტრში დაადე შიგთავსი, გადაკეცე ის ორად და შეაერთე ნაპირები.
შიგთავსის სახით შეგიძლია ნებისმიერი რამ გამოიყენო. ვინაიდან ცომს ნეიტრალური გემო აქვს, მას ბევრი პროდუქტი მოუხდება. ეს შეიძლება იყოს ხორცის ფარში, მოთუშული კომბოსტო, მოხარშული კვერცხი მწვანილთან ერთად, ბრინჯი, ბარდა, ვაშლი, მურაბა, ხაჭო ქიშმიშით და სხვა.
5. საცხობ ფორმას წაუსვი ცხიმი, დაალაგე მასზე ღვეზელი და ზემოდან გადაუსვი წყალში გახსნილი კვერცხის გული. ფუმფულა ღვეზელი გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.
შესაძლოა, პირველ ჯერზე ცოტა მეტი დრო დაგჭირდეს ღვეზელის მოსამზადებლად. თუმცა შემდგომ ცდაზე ყველაფერი გაცილებით უფრო სწრაფად გამოვა. ყველა ახლობელი აუცილებლად დააფასებს შენს კულინარულ ნიჭს და დაინტერესდება უგემრიელესი და უფაფუკესი ღვეზელის რეცეპტით.
აუცილებლად გაუზიარე ეს საინტერესო და გემრიელი რეცეპტი შენს მეგობრებს!