როგორც წესი, საუზმის ვარიანტებად განიხილავენ შვრიის ფაფას ან ომლეტს. მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ორ კერძს გავაერთიანებთ? მე გარწმუნებთ, რომ შედეგი საუკეთესო იქნება. კერძის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
გამოიყენეთ ჩვეულებრივი შვრიის ფანტელები. საუზმე იქნება დაბალკალორიული, თუმცა ის თან შეიცავს ბევრ ვიტამინს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
ინგრედიენტები
- 50 გ შვრიის ფანტელი
- 4 ცალი კვერცხი
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. ფანტელები დაყარეთ მშრალ ტაფაზე, მოშუშეთ 3 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ ისე, რომ თანაბრად შეფერადდეს.
2. როცა ფანტელები ოქროსფერი გახდება, ზემოდან დაახალეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი ან სხვა სანელებლებიც.
3. მალევე აურიეთ ტაფის შიგთავსი იმისთვის, რომ კვერცხი მთლიანად შეერიოს ფანტელებს. დააფარეთ ხუფი.
4. ბლინი მოამზადეთ სამი წუთის განმავლობაში, არევა საჭირო აღარ არის და არც მეორე მხარეს გადაბრუნება. როცა ის ბლინის ფორმას მიიღებს, ესე იგი, უკვე მზად არის.
რამდენიმე წუთში თქვენ მიიღებთ სრულყოფილ და ნოყიერ საუზმეს. მეტი მრავალფეროვნებისთვის მასას შეგიძლიათ დაუმატოთ ყველი, ბოსტნეული ან ხორცი. შეგიძლიათ ეს ტკბილ კერძადაც გადააქციოთ, თუკი დაამატებთ, მაგალითად, ბანანს ან კენკრას.
გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ როგორ მოგეწონებათ ეს კერძი! რეცეპტი კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!