ცივი საღამოების დროს ყველაზე მეტად სასურველია თბილი სასმელი და რაიმე ტკბილის მიყოლება. არავინ იტყვის ამ დროს უარს შოკოლადის ტორტ ბრაუნზე.
ნამიანი დს მსუბუქად წელვადი ნამცხვარი, რომელსაც რბილი სიმწარე და შავი შოკოლადის შიგთავსი აქვს, მომენტალურად გააუმჯობესებს თქვენს გუნება-განწყობას და გაგიხალისებთ მთელ დღეს.
ტორტი ბრაუნი
ინგრედიენტები
- 200 გ შავი შოკოლადი
- 115 გ კარაქი
- 200 გ შაქარი
- 3 ცალი კვერცხი
- 80 გ ფქვილი
- 20 გ კაკაო
- მწიკვი მარილი
- ერთი პაკეტი ვანილის შაქარი
- 24 სმ დიამეტრის მქონე საცხობი ფორმა
- შაქრის პუდრა მოსაყრელად
მომზადება
1. შოკოლადი დაამტვრიეთ, მოათავსეთ ის პატარა ჯამში და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
2. თბილ შოკოლადში დაამატეთ დარბილებული კარაქი, განაგრძეთ მისი გათბობა და თან ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ცალკე ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაამატეთ მარილი და ვანილის შაქარი. კარგად აურიეთ.
4. კარაქისა და შოკოლადის მასა ჩაასხით კვერცხის ნარევში, აურიეთ ყველაფერი სათქვეფით.
5. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაოს ფხვნილი.
6. აურიეთ და მიიღეთ სქელი კონსისტენციის მქონე არაჟანი.
7. საცხობ ფორმას დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასში ცომი.
8. ფორმა შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. ჩვენი ბრაუნი არ შეიცავს სოდას და გამაფხვიერებელს, ამიტომ ცხობისას ცომი არ აიწევს. ტორტი არ უნდა იყოს ჰაეროვანი, ნამდვილი ბრაუნი მკვრივი და ნამიანია.
9. მზა ბრაუნი გააციეთ.
10. დაჭერით ნამცხვარი კვადრატულ ნაწილებად. უმჯობესი იქნება, თუ დაჭრამდე დანას ცხელ წყალში გაათბობთ, რათა არ მიეწებოს.
11. ამგვარად, ტორტი ბრაუნი მზად არის. ის გამოდის ძალიან ნოყიერი და გემრიელი. შოკოლადის მოყვარულებს დესერტი ძალიან მოეწონებათ.
სურვილის შემთხვევაში, ცომს შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ცედრა ან ნიგოზი. ხოლო გასალამაზებლად ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!