,,ქრიზანთემა”: სალათა სოკოთი და შებოლილი ქათმით

ახალი წელი გვიახლოვდება და მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა, ალბათ მაინც ბევრ ჩვენგანს უჩნდება კითხვა: ,,რა მოვამზადოთ?” ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ სადღესასწაულო კერს, რომელსაც ეწოდება ,,ქრიზანთემა”. ეს არის სალათა სოკოთი და შებოლილი ქათმით და ნამდვილად მოგანიჭებთ დღესასწაულის განწყობას.

ღია ფერის სალათა ძალიან ლამაზად გამოიყურება. ინგრედიენტი ბევრი არ დაგჭირდებათ, სამაგიეროდ გემო არაჩვეულებრივი აქვს.

შებოლილი ქათამი ამ სალათას ყველაზე მეტად უხდება, ისევე როგორც დამარინადებული შამპინიონები. თუ რაიმე მიზეზით ამ პროდუქტებს არ იყენებთ, შეგიძლიათ იხმაროთ მოხარშული ან გამომცხვარი ქათამი. ჩიფსები აარჩიეთ კარგი ხარისხით, მკვრივი და ნეიტრალური გემოსი.

ინგრედიენტები

250 გ შებოლილი ქათმის მკერდი

150 გ სიმინდის კონსერვი

50 გ ჩიფსი

4 ცალი კვერცხი

100 გ დამარინადებული სოკო

140 გ მაიონეზი

მომზადება

1. კვერცხი მოხარშეთ კარგად, გააციეთ და გაფცქვენით. ცილა გამოაცალკევეთ გულისგან. ქათმის მკერდი დაჭერით პატარა კუბებად, სოკო კი – ფირფიტებად. სიმინდი გადაწურეთ ბადეზე, რათა ზედმეტი სითხე მოშორდეს.

2. ერთ თეფშზე მოათავსეთ ქათმის მკერდისგან დაჭრილი კუბები, მოასხით მცირე რაოდენობით მაიონეზი. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი სოკო.

3. სოკოს ზემოთ კი მოათავსეთ სიმინდი, რომელსაც შემდეგ მაიონეზი უნდა წაუსვათ.

4. რიგ-რიგობით გახეხეთ სახეხზე კვერცხების გული და ცილა. შემდეგ მოაყარეთ სალათის ფენებს ზემოდან. შედგით კერძი მაცივარში რამდენიმე საათით. სანამ სუფრასთან მიიტანთ, მორთეთ ის ჩიფსებით.

სალათა ,,ქრიზანთემა” გამოდის ძალიან გემრიელი და თან განსხვავებულია. ვიზუალურად ის იმდენად ლამაზი გახლავთ, რომ შეიძლება ჭამის დაწყება არ მოგინდეთ, ამიტომ სუფრაზე მიტანამდე ბევრი ფოტო გადაუღეთ. იმედი გვაქვს, მოგეწონებათ!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply