როგორ მოვამზადოთ ფრანგული ტოსტები

ეს ხრაშუნა ტოსტი ძველ რომის იმპერიას ჰგავს და დღემდე ბევრი ადამიანის ფავორიტია. კვერცხის ნარევი, შესაწვავი ტაფა კარაქით და მოსასხმელები – მხოლოდ ესენი დაგჭირდებათ იდეალური ფრანგული ტოსტის მოსამზადებლად. ჩვენ დღეს გაგიზიარებთ მისი გაკეთების წესს.

ფრანგული ტოსტისთვის საჭირო იქნება:

ინგრედიენტები:

  • პურის ნაჭრები
  • 4 ცალი დიდი კვერცხი
  • 300 მლ რძე
  • ერთი ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი
  • ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
  • კარაქი
  • მოსასხმელები: ჯემი, ნეკერჩხლის სიროფი, თაფლი

ახლა კი მიჰყევით 7 მარტივ საფეხურს გემრიელი ფრანგული ტოსტის მოსამზადებლად!

ნაბიჯი 1

პირველ რიგში გატეხეთ 4 დიდი კვერცხი და აურიეთ თასში.

ნაბიჯი 2

ამის შემდეგ დაამატეთ კვერცხის მასას 300 მლ რძე, ერთი ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი და ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი.

ნაბიჯი 3

ათქვიფეთ კარგად კვერცხის, ვანილისა და დარიჩინის მასა, სანამ ერთგვაროვან ნარევს არ მიიღებთ.

ნაბიჯი 4

ამოავლეთ პურის ნაჭრები ამ ნარევში რამდენიმე წუთის განმავლობაში, ორივე მხრიდან, რათა კარგად გაიჟღინთოს.

ნაბიჯი 5

როცა პურს კვერცხის მასით გაჟღინთავთ, დაადნეთ ტაფაზე კარაქი და შეწვით საშუალო ცეცხლზე.

ნაბიჯი 6

შეწვით პურის ორივე მხარე 5 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

ნაბიჯი 7

როცა პურები შეიწვება, გადაიტანეთ ისინი თეფშზე და მოასხით თქვენი ფავორიტი სიროფი. გამოდგება ხილის მურაბა, ჯემი, ნეკერჩხლის სიროფი, თაფლი და კრემ ყველიც კი.

გაუზიარეთ ფრანგული ტოსტების ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply