ფხვიერ ცომთან მუშაობა იოლი და სასიამოვნო პროცესია, ის კარგადაც ცხვება. ადამიანთა დიდ ნაწილს მოსწონს ფხვიერი ფაქტურის ნამცხვრები. დღეს ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ დესერტს, რომელსაც შოკოლადის შიგთავსი აქვს.
ის ძალიან გემრიელი გამოდის და შესანიშნავად გამოიყურება. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა და გამოიყენოთ საკვები საღებავები.
ინგრედიენტები
- 250 გ კარაქი
- 180 გ შაქარი
- ერთი ცალი კვერცხი
- 450 გ ფქვილი
- ერთი ს. კ. კაკაო
- 40 გ ნიგოზი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 3 გ ვანილი
- ერთი მწიკვი მარილი
მომზადება
1. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი. ცალკე შეურიეთ ერთმანეთს დარბილებული კარაქი და შაქარი. ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ ამ მასას. დაამატეთ ფქვილოვანი ნარევი და მოზილეთ ცომი.
2. ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. ერთს დაამატეთ კაკაო და დაჭრილი ნიგოზი და მოზილეთ ცომი ერთგვაროვანი ფერის მიღებამდე.
3. ცომის ყოველი ნაწილი გაყავით შუაზე. თეთრი ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ 5-7 მლ სისქის ფირფიტის სახით. ერთ მხარეს დაადეთ შოკოლადის ცომის ნაჭერი, რომელიც გადახვეულია ძეხვის სახით და მიეცით რულეტის ფორმა.
4. იგივე გააკეთეთ ცომის დარჩენილი ნაწილით. ორივე რულეტი შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით საყინულეში 20 წუთით. შემდეგ მოხსენით ცელოფანი და ჩანგლის საშუალებით გააკეთეთ გასწვრივი ზოლები.
5. რულეტი დაჭერით 3 ან 4 სმ სისქის ნაჭრებად, დაალაგეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა, ცხელი ცომი კი გააციეთ მაცივარში. გირჩევთ გასინჯოთ ეს შესანიშნავი და ფხვიერი ნამცხვარი. მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ!
გაუზიარეთ ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!