ორცხობილა სახელად ,,ვაშლი”: შექმენით კულინარიული შედევრი თქვენივე ხწელებით!

სახლში მომზადებული ნამცხვარი მაღაზიაში ნაყიდს არც კი შეედრება. ის სამზარეულოს ავსებს სასიამოვნო სუნითა და სიმყუდროვის შეგრძნებით. განსაკუთრებული მოთხოვნა მარტივად მოსამზადებელ ორცხობილებზეა, მით უფრო, თუ ის ორიგინალურად გამოიყურება.

ჩვენ გთავაზობთ ასეთი ორცხობილის, სახელად ,,ვაშლის” გამოცხობის რეცეპტს. მისი ცომი საკმაოდ მარტივად მზადდება, არის ფხვიერი და მისგან გამოდის სხვადასხვა ფიგურები. ვაშლის ფორმის მიღება შეგიძლიათ საკმაოდ მარტივი მეთოდით.

ინგრედიენტები

  • 270 გ ფქვილი
  • 200 გ ვაშლი
  • 150 გ კარაქი
  • 120 გ შაქრის პუდრა
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 2 მლ ვანილის ექსტრაქტი
  • 70 გ შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • საკვები საღებავი გემოვნებით

მომზადება

  1. კარაქი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე დასარბილებლად. შემდეგ მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, რომელშიც შაქრის პუდრა, მწიკვი მარილი და ვანილის ექსტრაქტია.
  2. კვერცხი ათქვიფეთ და თანდათან დაამატეთ კარაქიან ნარევს. მანდვე გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ რბილი და ფხვიერი ცომი. გაყავით ცომი 2 ნაწილად.
  3. ცომის ნახევარი გაყავით შემდეგ ნაწილებად – ერთი დიდი და ორი პატარა. უფრო დიდ ნაჭერში დაამატეთ წითელი საღებავი, ცომი გააბრტყელეთ პერგამენტის 2 ფურცელს შორის და შედგით მაცივარში ერთი საათით.
  4. ცომის მეორე ნაწილი შეურიეთ მწვანე საღებავს, გააბრტყელეთ სქელი ნაოჭის სახით და ისიც შედგით მაცივარში ერთი საათით.
  5. ცომის ყველაზე პატარა ნაწილი შეღებეთ მუქ ყავისფრად და პერგამენტის გამოყენებით ისიც გააბრტყელეთ თხელი ნაოჭის სახით. შედგით მაცივარში ერთი საათით.
  6. ცომის შეუღებავი ნაწილისგან ამოჭერით ღარი. გადაახვიეთ ის წითელი ფერის ფირფიტაში, ნაწილები კი ჩამოაჭერით. ზემოდან დაადეთ ცომის მუქი მწვანე ნაოჭი.
  7. ცომის შეუღებავი ნახევარი უბრალოდ გააბრტყელეთ და გადაახვიეთ სქელი ძეხვის სახით და შედგით მაცივარში ერთი საათით. როცა ყველა ნაწილი გაცივდება, შეუდექით ნამცხვრის ფორმირებას.
  8. ცომი დაჭერით ერთი სმ სისქის ნაჭრებად, დაალაგეთ ისინი საცხობზე. თითოეულის ცენტრში გააკეთეთ 2 პატარა ნახვრეტი და ჩადეთ მასში მუქი ყავისფერი ცომის პატარა ნაწილები – ,,კურკები”.
  9. შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
  10. თითოეულ ორ ნამცხვარს შორის გააკეთეთ ვაშლის ფენა. მზად არის!

ეს ნამცხვარი კორეული წარმოშობისაა, სწორედ მანდ აქვთ ფერადი პურის გამოცხობის ტრადიცია. თუ ბუნებრივი საღებავები გსურთ, მაგალითად, წითელი და მწვანე, გამოიყენეთ ჭარხლისა და ისპანახის წვენი. ასეთი ფერადი დესერტი ძალიან იტაცებს თვალს და გემოთიც კარგია. მოამზადეთ სიამოვნებით და მოიწონეთ თავი სტუმრებთან!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply