დღეს გთავაზობთ არომატულ საშობაო ღვეზელს ცნობილი შეფ-მზარეულის – გორდონ რამზის რეცეპტის მიხედვით. ეს არის თხელი ცომი წვნიანი ხორცის შიგთავსით. კერძის უფრო საინტერესო ფორმით წარმოჩენის მიზნით, შეგიძლიათ მას დაამატოთ დაფქული ნიგოზი, შავი ქლიავი ან კურაგა. ჟელატინის გამოყენება აუცილებელი არ არის.
ხორცის დასანამად უკეთესი იქნება, თუ გამოიყენებთ ქათმის ბულიონს.
ინგრედიენტები
- 7 ცალი კვერცხი
- 400 გ ღორის ხორცი
- 200 გ ღორის ფარში
- 140 გ ლორი
- ერთი ცალი ხახვი
- 1-2 გ ჟელატინი
- 250 მლ ხორცის ბულიონი
- 100 გ გამდნარი ღორის ქონი
- 450 გ ფქვილი
- 4 ს. კ. რძე
- 150 მლ წყალი
- ერთი ჩ. კ. სალბი
- ნახევარი ჩ. კ. ტაბასკოს სოუსი
- 3 ს. კ. მარილი
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- აადუღეთ მარილწყალი და მოხარშეთ 6 კვერცხი ზუსტად 7,5 წუთი. გაფცქვენით და გააციეთ.
- წვრილად დაჭერით ღორის ხორცი და ლორი, დაამატეთ ფარში, სალბის დაჭრილი ფოთლები, დაჭრილი ხახვი, დაასხით ტაბასკოს სოუსი, დააყარეთ ერთი ს. კ. მარილი, ცოტა პილპილი და კარგად აურიეთ ხელით.
- ცალკე პატარა ქვაბში შეურიეთ წყალი, რძე და ღორის ქონი. გააცხელეთ ქონის სრულ გადნობამდე, თან ურიეთ სათქვეფით.
- ფქვილი გაცერით და დაამატეთ 2 ჩ. კ. მარილი და ღორის ქონის ნარევი. მოზილეთ ცომი, გაყავით ის 2 არათანაბარ ნაწილად (2/3 და 1/3). გააბრტყელეთ კარგად.
- პატარა ცომს გაუკეთეთ 3 ნახვრეტი. ფირფიტის ზომა უნდა შეესაბამებოდეს საცხობი ფორმის ზომას.
- წაუსვით ფორმას გამდნარი ქონი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცომის დიდი ფირფიტა ჩადეთ ფორმაში და თითების დახმარებით გადაანაწილეთ ფორმის ფსკერსა და გვერდებზე.
- ხორცის მასის ნახევარი გადაიტანეთ ფორმაში. ცენტრში მოათავსეთ მთლიანი კვერცხები, მოაყარეთ დარჩენილი ხორცი და დატკეპნეთ. ღვეზელს დაადეთ ცომის პატარა ფირფიტა და გვერდები შემოუკეცეთ. ზემოდან მოუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუწიეთ 180 გრადუსამდე და კვლავ აცხვეთ ერთი საათით. როცა ღვეზელი გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან და შედგით მაცივარში 1,5 საათით.
- ჟელატინს დაასხით ცივი წყალი ინსტრუქციის შესაბამისად. დატოვეთ ნახევარი საათით. შემდეგ ჩაასხით ის ცხელ ბულიონში და აურიეთ სრულ გახსნამდე. გაციებული ჟელე გადაიტანეთ საკონდიტრო შპრიცში და ჩაასხით ღვეზელში ნახვრეტების საშუალებით. შედგით მაცივარში კვლავ 12 საათით.
ამის შემდეგ შეგიძლიათ მისი გამოღება და დაჭრა. დაგვერწმუნეთ, რომ ღვეზელის გემო ამ წვალებად ღირს. შეგიძლიათ შიგთავსში მეტი მარილი და სანელებელი დაამატოთ – ცხადია, თქვენი გემოვნების მიხედვით.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!
Show Comments