ალბათ ყველა ადამიანის სურვილია, რომ ტრადიციული საახალწლო ტკბილეული ჩაანაცვლოს რაღაც განსაკუთრებული და მსუბუქი ნუგბარით. თუმცა მომზადებაზე ბევრი დროის დახარჯვა ნაკლებად გვსურს, რადგან ისედაც ბევრი საქმეა ამ პერიოდში.
გთავაზობთ სინჯოთ ხაჭოს ტორტი მანდარინით. ეს პატარა და ნარინჯისფერი ციტრუსი დღესასწაულის ჭეშმარიტი სიმბოლოა. მისგან მომზადებული დესერტი მჟავე არ გამოდის, პირიქით, ძალიან არომატული და გემრიელია.
ინგრედიენტები
- 700 გ ხაჭო
- 6 ცალი მანდარინი
- 30 გ კარაქი
- 400 გ არაჟანი
- 200 გ შაქარი
- ერთი გ ვანილის ექსტრაქტი
- 25 გ ჟელატინი
- 100 მლ წყალი
მომზადება
1. გაფცქვენით 4 მანდარინი, დაყავით ლებნებად და შეწვით ოდნავ კარაქში. დაამატეთ ერთი ს. კ. შაქარი. როგორც კი შაქარი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან.
2. ჟელატინი შეურიეთ ცხელ წყალს, კარგად აურიეთ და დადგით გვერდზე.
3. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, არაჟანი, დარჩენილი შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერით, შემდეგ დაამატეთ ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ.
4. მანდარინი დაამატეთ ხაჭოს მასას, აურიეთ და ჩაასხით ფორმაში. შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
5. დესერტის ნაპირები მოაცილეთ ფორმას, დააფარეთ თეფში და გადააბრუნეთ. ტორტი მორთეთ დარჩენილი მანდარინის ლებნებით.
რაც მთავარია, ამ მანდარინის ტორტის ინგრედიენტები საკმაოდ ხელმისაწვდომი და იაფია. შეგიძლიათ მსგავსი ტორტი კენკრითაც გააკეთოთ, გამოდის ძალიან გემრიელი და ლამაზი.
მოამზადეთ სიამოვნებით და მიირთვით გემრიელად! გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!