როგორ დავმარცვლოთ ბროწეული სწრაფად

ზოგიერთი ხილი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, ვინაიდან მათი ჩვეული გზით გაფცქვნა რთულია. ბროწეული ამის კარგი მაგალითია, აღნიშნულ ხილს თავისი ,,ხასიათი” აქვს. მაგრამ არსებობს მარტივი ხრიკები, რომლითაც ბროწეულის გარჩევაც იოლი ხდება.

ჩვენ დღეს გთავაზობთ ბროწეულის გაფცქვნის 30 წამიან გამოწვევას, თან ისე, რომ მარცვლები დაუზიანებელი დარჩება.

დაგჭირდებათ

საშუალო ზომის ბასრი დანა

თეფში

ნაბიჯი 1

მოაჭერით ბროწეულის ზედა ნაწილს კანი წრიულად.

მოაშორეთ ისე, როგორც ზედა ფოტოზეა ნაჩვენები.

ნაბიჯი 2

,,ქუდის” მოშორების შემდეგ, დაუსვით კანს დანა ვერტიკალურ სიგრძეებზე. იხილეთ ზედა ფოტო.

ნაბიჯი 3 

ფრთხილად გადასწიეთ გაჭრილი მხარეები, რათა ხილი გადაიხლიჩოს. სულ ეს არის!

როგორ ავარჩიოთ კარგი ბროწეული

  • კარგი ბროწეულის კანი უნდა იყოს ღია წითელი ფერის. არაუშავს, თუკი ვარდისფერი ან სტაფილოსფერი წერტილები ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხილზე მწვანე ფერი არ ჩანდეს.
  • მისი კანი უნდა იყოს მშრალი, მაგრამ არც მეტისმეტად.
  • ხილის ქერქი ცოტა უსწორმასწორო უნდა იყოს, თუ ის გლუვია, სავარაუდოდ, მისი მოსავალი ძალიან ადრეა აღებული.
  • ბროწეულის კანზე არ უნდა შეგხვდეთ ყავისფერი წერტილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ხილი ფუჭდება.
  • აარჩიეთ მყარი ხილი ელასტიური კანით.
  • თუ ხილი რბილია, შესაძლოა დაზიანდა ტრანსპორტირებისას ან დაგვიანდა ხიდან მისი მოწყვეტა.
  • მარცვლების ფერი არ განსაზღვრავს მის გემოს.
  • ბროწეულს არ უნდა ჰქონდეს მწვანე ყლორტები.
  • კარგ ბროწეულს არ აქვს სუნი.
  • შეანჯღრიეთ ბროწეული თქვენი ყურის სიახლოვეს და უსმინეთ ხმას. მწიფე ხილს ხმამაღალი და მკაფიო ხმა აქვს.
  • შეადარეთ განსხვავებული ბროწეულის წონა. ყველაზე მძიმე რომელიცაა, მეტ წვენს შეიცავს და ის შეიძინეთ!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply