აი, როგორ გაგიმასპინძლდებიან ჩაით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (21 ფოტო)

ჩაი მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული სასმელია და ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოგონება – ამას ყველა ჩაის მოყვარული დაადასტურებს. ეს მისტიკური სასმელი სავსეა შესაძლებლობებით, ვინაიდან გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი ფორმით მივირთვათ.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ, თუ როგორ უმასპინძლდებიან სტუმრებს ჩაით სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. გაეცანით 21 ქვეყნის მაგალითს!

იაპონია

მატჩას ჩაი მაღალი ხარისხის, წმინდად დაფქული მწვანე ჩაის ფოთლებისგან მზადდება. ის კლასიკური ჩაისგან განსხვავდება, რადგან ჩაის ფხვნილიც სასმელის ნაწილია.

ინდოეთი

ფოტოზე დარჯელინგის ჩაი ჩანს. მისი სახეობები ინდოეთის მთიან ადგილებსა და ჰიმალაიში გვხვდება.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელები ჩაის რძეს ამატებე, რათა სქელი ფაქტურის სასმელი მიიღონ.

თურქეთი

ძლიერი ჩაი პატარა ჭიქებითა და შაქრის ნატეხით.

ტიბეტი

ტიბეტური ჩაი მზადდება რძის, იაკის კარაქისა და მარილისგან. უცნაურია და თან გემრიელი.

მაროკო

მაროკოელები პიტნის ჩაის მწვანე ფოთლებით ტკბებიან.

ჰონგ კონგი

ჰონგ კონგში ჩაის შესქელებულ რძეს უმატებენ და შიგნით ყინულებს ყრიან.

ტაივანი

ტაივანის ჩაი ცივიც არის და ცხელიც, ასევე შეიცავს მთავარ ინგრედიენტს: ტაპიოკის ბურთებს.

აშშ

ამერიკელებს მოსწონთ შავი ჩაი ლიმონითა და შაქრით. ზოგჯერ სოდასაც ამატებენ.

რუსეთი

შავი ჩაი ალბათ ყველაზე პოპულარული და ყველაზე ძლიერი სახეობაა.

პაკისტანი

მასალას ჩაი მზადდება სანელებლებითა და კარაქით.

ჩაი შეიცავს ტიბეტურ მცენარეებს, რძეს და ყინულს.

ჩინეთი

ჩინეთში ყველაზე გავრცელებული ჩაი არის პუ-ერჰი.

ეგვიპტე

ეგვიპტელებს შავი და უშაქრო ჩაი უყვართ. ჰიბისკუსს საქორწინო წვეულებებზეც მიირთმევენ.

მონღოლეთი

მონღოლელები ჩაის რძით და მარილით ამზადებენ ფოლადის ბრტყელ ქოთანში.

არგენტინა

არგენტინელებს უყვართ მატეს ჩაი, ვინაიდან მატე სავსეა უამრავი ვიტამინითა და ანტიოქსიდანტით.

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის გამორჩეული ჩაი რუიბუსია – წითელი ჩაი ტკბილი გემოთი.

მავრიტანია

მავრიტანული ჩაი სამი ჭიქიდან ისმევა – ერთი უშაქროა, მეორე ზომიერად ტკბილი, მესამე ძალიან დამტკბარი.

მალაიზია

ქაფიანი შავი ჩაი რძითა და შაქრით ნამდვილი დესერტივითაა.

ქუვეითი

ქუვეითში შავი ჩაი უყვართ, რომელშიც არეულია კარდამონი და ზაფრანა.

ყატარი

ყატარში ჩაის ორჯერ ადუღებენ რძესთან და ყავისფერ შაქართან ერთად.

ჩამოთვლილთაგან რომელი კულტურის ჩაის გასინჯვას ისურვებდით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Reply