ბევრი ადამიანი მკაცრად აკონტროლებს ცხოვრების წესს და ტკბილეულს და ცომს საერთოდ არ ეკარება. თუმცა დღეს ჩვენ ისეთ დესერტს შემოგთავაზებთ, რომლის გამოც ღირს ერთი დღით დასვენება. დარწმუნებულები ვართ, ამ ნამცხვრის გემო და მომზადების სიმარტივე იმდენად მოგხიბლავთ, რომ ძალიან ხშირად გააკეთებთ ხოლმე. ეს გახლავთ ნამცხვარი რძეზე.
ვერაფერს მოვუხერხებთ ტკბილის სურვილს, სახლში მომზადებული ნამცხვრები კი ნამდვილად მისწრებაა, ვინაიდან ხარისხში დარწმუნებულები ვართ. თქვენ მისი გემო უნდა ნახოთ – რძიანი, მსუბუქი და ციტრუსის არომატით. დატკბით!
ინგრედიენტები
- 4 ცალი კვერცხი
- 140 გ შაქარი
- 450–500 მლ რძე
- 150–160 ფქვილი
- ნახევარი ლიმონი
მომზადება
1. გატეხეთ კვერცხები და დაამატეთ მათ შაქარი, შემდეგ კარგად აურიეთ მასას – რამდენიმე წუთის მანძილზე მაინც.
2. დაამატეთ შაქრისა და კვერცხის მასას გაცრილი ფქვილი, პერიოდულად კარგად ურიეთ, რათა ფქვილის კოშტები არ დარჩეს და მასა ერთგვაროვანი იყოს.
3. ნახევარი ლიმონისგან უნდა გაფცქვნათ, შემდეგ უნდა გაწუროთ ის კარგად და წვენი დაამატოთ ცომს. ბოლოს ჩაასხით მასაში რძე და კარგად აურიეთ. კონსისტენცია უნდა იყოს სქელი, თუმცა დამყოლი – ისევე, როგორც ბლინების შემთხვევაშია ხოლმე.
4. ჩაასხით ცომი საცხობ ფორმაში, რომელსაც მოსმული ექნება კარაქი. შედგით ნამცხვარი წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ ერთი საათის მანძილზე.
5. როცა ნამცხვარი მზად იქნება, გამორთეთ ღუმელი, გააღეთ მისი კარი და დესერტს შიგნით აცადეთ ბოლომდე გაციება.
რძიანი ნამცხვარი მოცულობაში ოდნავ დაიკლებს, თუმცა ეს ნორმალურია. შეგიძლიათ დესერტს ზემოდან შაქრის პუდრა მოაყაროთ, ხოლო თუ უფრო მსუყე ვარიანტის მირთმევა გსურთ, მოასხით ზემოდან შოკოლადი ან სგუშონი. თქვენი ჯერია დატკბეთ ამ გემრიელი და არომატული ნამცხვრით! გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს ახალი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!