ეს სერბული წარმოშობის ღვეზელი ძალიან გემრიელია და არასოდესაა საკმარისი. რბილი, ჰაეროვანი, არომატული შიგთავსით სულ გინდა რომ მიირთვა და არასოდეს მოგბეზრდება. ეს არის ღვეზელი, რომელიც არასოდეს გიღალატებთ. ბევრი ”არასოდეს” გამოვიდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება! სიამოვნებით გაგიზიარებთ უგემრიელესი პოგაჩას რეცეპტს.
გემრიელი ღვეზელი
ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია 28×28 სმ ზომის მქონე საცხობი ფორმისთვის.
ინგრედიენტები
- 700 გ ფქვილი
- 2,5 ჩ. კ. საფუარი
- 400 მლ რძე
- ერთი ცალი კვერცხი
- 330 გ კარაქი (100 გ ცომში და 230 გ ფენებზე წასასმელად)
- ერთი ს. კ. შაქარი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- ნახევარი კილო ადიღეური ყველი
- ერთი კვერცხის გული
მომზადება
1. უმჯობესია, რომ ცომი მოზილოთ პურის საცხობში. ამისთვის ამ საცხობის ჭურჭლში ჩაასხი თბილი რძე, დაამატე საფუარი და დატოვე 10 წუთით. დაამატე გაცრილი ფქვილი, ერთი კვერცხი, 100 გ დარბილებული კარაქი, მარილი, შაქარი და დააყენე ცომის მოზელვის რეჟიმზე. თუ პურის საცხობი არ გაქვს, შეგიძლია ცომი მოზილო ხელითაც. მზა ცომი გადაიტანე სუფთა თასში, დააფარე ჩაის ტილო და მოათავსე თბილ ადგილას, სანამ ორჯერ ან სამჯერ არ გაიზრდება მოცულობაში.
2. როცა ცომი ამოვა, გადაიტანე ის მაგიდაზე და კარგად მოზილე. შემდეგ გაყავი ცომი 10 ან 12 თანაბარ ნაწილად და ყოველ მათგანს მიეცი მრგვალი ფორმა.
3. ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე, შემდეგ 230 გ კარაქი გაადნე მიკროტალღურ ღუმელში.
4. საცხობ ფორმას წაუსვი ცოტა კარაქი, ცომის ერთი ნაწილი ძალიან თხლად გააბრტყელე ფორმის ზომებზე და დადე მის ფსკერზე.
5. ფირფიტას წაუსვი გამდნარი კარაქი სილიკონის ფუნჯის დახმარებით. ასევე თხლად გააბრტყელე კიდევ ერთი ცომის ნაწილი და დაადე ზემოდან პირველს.
6. ამ ფირფიტასაც წაუსვი კარაქი, ზემოდან კი მოაყარე გახეხილი ყველი. ასე გააბრტყელე და დაალაგე ცომის ნაწილები მთლიანად. ყოველ მათგანს წაუსვი კარაქი და ყოველ მეორე ფენას მოაყარე ყველი.
7. ყველაზე ზედა ფენას კარაქი არ წაუსვა. ფრთხილად დაჭერი ღვეზელი კვადრატებად მთელ სიღრმეზე, მჭრელი დანის დახმარებით. დააფარე საკვები ცელოფანი და დადგი ის თბილ ადგილას, რათა ღვეზელი მოცულობაში ორჯერ გაიზარდოს.
8. ათქვიფე კვერცხის გული და ფრთხილად წაუსვი ღვეზელის ზედაპირს.
9. პოგაჩა შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით, მზად არის! გემრიელად მიირთვი!
თითქოს განსაკუთრებული არაფერი, ეს არის საფუარიანი ცომისგან მომზადებული უბრალო ღვეზელი, თუმცა ფენებზე კარაქის წასმა და ყველის შიგთავსის დამატება მას განუმეორებელ გემოს ანიჭებს. სურვილის შემთხვევაში ღვეზელს შეგიძლია დაამატო დაჭრილი მწვანილი, ან ზემოდან მოაყარო სეზამის მარცვლები, ასევე შიგთავსს ჩაუმატო ლორი ან ადიღეური ყველი შეცვალო სხვა ნებისმიერი ყველით. მოკლედ, შეგიძლია თამამად ატარო ექსპერიმენტები!
აუცილებლად შეინახე ჩვენი რეცეპტი, რადგან ის დიდი ალბათობით ბევრჯერ დაგჭირდება. და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი პოგაჩას რეცეპტი გაუიზიარე შენს მეგობრებსაც!