ზამთრის პერიოდში, როდესაც სეზონური ბოსტნეული აღარ არის, სათბურში მოყვანილ ან უცხოურ ანალოგებს სჯობს ისეთი პროდუქტების მირთმევა, რომლებიც ცივ პერიოდშიც მოიპოვება – ეკოლოგიურად სუფთა და ვიტამინებით სავსე ბოსტნეულის, როგორიცაა ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და სხვა…
დღეს გთავაზობთ სწორედ ჭარხლისგან მომზადებული გემრიელი სალათების სხვადასხვა ვარიანტს. დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად მოგეწონებათ!
ჭარხლის სალათა კორეულად
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ ჭარხალი
- 50 გ ძმარი
- 80 გ ზეთი
- 1,5 ჩ. კ. შაქარი
- სამი კბილი ნიორი
- 1. 5 ჩ. კ. მარილი
- ნახევარი ჩ. კ. დაფქული შავი პილპილი
მომზადება
ცოტას თუ გაუსინჯავს ჭარხალი საკმაზთან ერთად, თუმცა ისინი ამ ბოსტნეულს მართლაც ძალიან უხდება. ამისათვის საკმარისია მოხარშო ჭარხალი და გაფცქვნა, შემდეგ იგი დაჭერი სასურველ ფორმებად და მოათავსე მარინადში, რომელიც ათ წუთში მზადდება აღნიშნული ინგრედიენტების უბრალოდ ერთმანეთთან შერევით.
ჭარხლის სალათა ფორთოხლით იტალიურად
ინგრედიენტები
- ორი ცალი ჭარხალი
- ორი კბილი ნიორი
- ორი ს. კ. ბალზამიკო
- 40 გ ზეითუნის ზეთი
- ერთი ფორთოხალი
- ერთი კონა ოხრახუში ან კამა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
მოხარშე ჭარხალი, დაჭერი, დაამატე ნიორი, მწვანილი და დაასხი ფორთოხლის წვენი, რომელსაც შერეული აქვს ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო.
ჭარხლის სალათა ფეტათი
ინგრედიენტები
- ერთი ცალი ჭარხალი
- ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 150 გ ფეტა
- 100 გ მწვანილი
- საკმაზი და მარილი გემოვნებით
მომზადება
ჭარხალი მოხარშე, დაჭერი, დაამატე დაჭრილი ფეტა, მწვანილი, საკმაზი, მარილი. შეურიე ზეითუნის ზეთი და კარგად აურიე ინგრედიენტები.
ჭარხლის სალათა კაკლით
ინგრედიენტები
- 200 გ მწვანე ბარდა
- 100 გ მაგარი ყველი
- ორი ცალი ჭარხალი
- ორი კბილი ნიორი
- 150 გ არაჟანი
- 100 გ ბერძნული კაკალი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
ექსპერიმენტების მოყვარულებს მოსაწყენი ,,ოლივიეს” მაგივრად შეუძლიათ ამ სალათის მომზადება. აქ ერთად არის ბარდა, ყველი, ნიორი და არაჟანი.
სალათა ჭარხლით შავ ქლიავთან ერთად
ინგრედიენტები
- ორი ცალი ჭარხალი
- 150 გ შავი ქლიავი
- 80 გ არატკბილი იოგურტი
- 100 გ პირშუშხა
- 500 გ კარტოფილი
- ერთი ახალი ვაშლი
- ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
- 100 გ მოხალული გოგრის თესლი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
შავი ქლიავი დაალბე ცხელ წყალში, წვრილად დაჭერი და შეურიე იოგურტს. დაამატე წვრილად დაჭრილი პირშუშხა, მარილი და პილპილი. კარტოფილი და ჭარხალი გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე, ჭარხალი შეხვეული უნდა იყოს ფოლგაში. კარტოფილი 45 წუთში გამოიღე, ჭარხალი კი 15 წუთით გვიან. ბოსტნეული გაფცქვენი, დაჭერი, დაამატე ახალი ვაშლი, ლიმონის წვენი, გოგრის თესლი და აურიე ყველაფერი ერთმანეთში.
ქათმის სალათა ჭარხლით
ინგრედიენტები
- ერთი ცალი ჭარხალი
- 200 გ ქათმის ხორცი
- 80 გ არატკბილი იოგურტი
- 150 გ კაკალი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
მოხარშე ჭარხალი და ქათმის ხორცი ცალკ-ცალკე. ნიგოზი მოშუშე ტაფაში ორი წუთის განმავლობაში. ყველაფერი დაჭერი წვრილად და მოასხი იოგურტი.
ჭარხლის სალათა ხახვით
ინგრედიენტები
- ერთი ცალი ჭარხალი
- ერთი ცალი ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მაიონეზი გემოვნებით
მომზადება
მოხარშე ჭარხალი და გახეხე მსხვილ სახეხზე. დაჭერი ხახვი წვრილად, შეურიე ერთმანეთს და მოასხი მაიონეზი. მზად არის!
ამ მარტივი რეცეპტებით გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები ყოველდღე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მრავალფეროვანი რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!