შემოდგომის ბაზარი ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით. ხილი და ბოსტნეული თვალს ახარებს თავისი ხასხასა ფერებით. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული სალამაზისაა გოგრა. გარდა ამისა, ის ვიტამინების წყაროა და ძალიან სასარგებლო დიეტური პროდუქტია. თუმცა გოგრის გემო ყველას არ მოსწონს.
ჩვენ გთავაზობთ ამ არაჩვეულებრივი ბაღჩეულისგან მოსამზადებელი დესერტების რამდენიმე ვარიანტს. ვიმედოვნებთ ისინი ცოცხალი გოგრის არმოყვარულებსაც კი ძალიან მოეწონებათ.
გოგრის დესერტები
მანანის ბურღულით
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ გოგრა
- სამი ცალი კვერცხი
- 300 მლ რძე
- 150 გ შაქარი
- 70 გ მანანის ბურღული
- ერთი მწიკვი მარილი
- შაქრის პუდრა
- ზეთი
მომზადება
- გოგრის რბილობი გაფცქვენი და გაათავისუფლე თესლისგან. დაჭერი პატარებად და ჩაყარე ქვაბში, დაასხი რძე. დადგი დაბალ ცეცხლზე და ხარშე ოცი წუთი, სანამ გოგრა არ დარბილდება.
- კვერცხის გულები გააცალკევე ცილებისგან და ათქვიფე სხვადასხვა ჭურჭელში: ცილა – მარილთან ერთად ფუმფულა ქაფის წარმოქმნამდე, გულები კი შაქართან ერთად.
- მზა გოგრა დააბლენდერე პიურეს სახით. შემდეგ დაამატე მანი, კვერცხის გულები და კარგად აურიე. როდესაც მასა სრულად გაცივდება, ფრთხილად შეურიე ათქვეფილი ცილა.
- საცხობ ფორმას წაუსვი ზეთი. დააწყე მასზე გოგრიანი მასა და მოასწორე. გამოაცხე 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
- გამომცხვარი გოგრა გააციე და სუფრაზე მიტანის წინ შაქრის პუდრა მოაფრქვიე.
ფენოვანი ნამცხვარი
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ გოგრა
- 150 გ შაქარი
- 300 გ ხაჭო
- ორი ცალი კვერცხი
- ოთხი ს. კ. მანი
- 20 გ კარაქი
- ვანილი
მომზადება
- გაფცქვნილი გოგრა დაჭერი კუბებად და გამოაცხე 200 გრადუსზე ნახევარი საათის მანძილზე. შემდეგ ბლენდერით მიიყვანე პიურეს მდგომარეობამდე.
- გოგრის პიურეს დაამატე კვერცხი, ნახევარი შაქარი, ორი ს. კ. მანი და ვანილი. კარგად აურიე.
- ხაჭო კვერცხთან, დარჩენილ შაქართან და მანისთან ერთად აზილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ცხიმწასმულ ფორმაში ფენებად ჩადე გოგრის პიურე და ხაჭოს მასა. გამოაცხე 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში.
გოგრა ბრინჯით და ჩირით
ინგრედიენტები
- ნახევარი ლ რძე
- ნახევარი კგ გოგრა
- 200 გ ბრინჯი
- 200 გ ჩირი
- ოთხი ცალი კვერცხი
- სამი ს. კ. არაჟანი
- 50 გ კარაქი
- ერთი ს. კ. ფქვილი
- ორი ს. კ. შაქარი
- თაფლი
მომზადება
- ბრინჯს დაასხი რძე და ნახევრად მოხარშე, ჩირს დაასხი მდუღარე და დატოვე ოცი წუთით.
- მიქსერით შეურიე ერთმანეთს დარბილებული კარაქი და შაქარი, შემდეგ შეურიე კვერცხი და არაჟანი.
- კარაქიან მასას დაამატე ბრინჯი, გახეხილი გოგრა და ჩირი. ყველაფერი კარგად აურიე.
- ფორმას წაუსვი ზეთი, მოაყარე ფქვილი და დადე ზედ გოგრის მასა. გამოაცხე 200 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. სრულად რომ გაცივდება, დაჭერი და მოასხი თაფლი.
გოგრა ვაშლით და მანით
ინგრედიენტები
- 300 გ გოგრა
- ორი ცალი კვერცხი
- ორი ცალი ვაშლი
- ექვსი ს. კ. მანი
- 100 გ შაქარი
- 25 გ კარაქი
- ზეთი
მომზადება
- გოგრის რბილობი დაჭერი კუბებად, დაასხი წყალი და ხარშე ნახევარი საათი, სანამ არ დარბილდება. შემდეგ გადაღვარე წყალი და ჩაჭყლიტე გოგრა პიურეს სახით.
- ვაშლი გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე. დაამატე მას გოგრის პიურე, კვერცხი, შაქარი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიე და შემდეგ დაუმატე მანი. დატოვე 20 წუთი თბილ ადგილას, რათა ბურღული გაფუვდეს.
- საცხობ ფორმას ჩააფინე პერგამენტის ქაღალდი და წაუსვი ზეთი. დადე მასზე გოგრის ნარევი, მოასწორე ზედაპირი და გამოაცხე 180 გრადუსზე 40-50 წუთის მანძილზე. სულ რომ გაცივდება, დაჭერი და მოასხი თაფლი ან მურაბის სეროფი.
გოგრა შავი ქლიავით და ქიშმიშით
ინგრედიენტები
- 600 გ გოგრა
- 300 მლ ნაღები
- 50 გ ქიშმიში
- 50 გ შავი ქლიავი
- ერთი ცალი კვერცხი
- ორი ჩ. კ. შაქარი
- კარაქი
- მარილი
მომზადება
- ჩირი გარეცხე და დაასხი მას მდუღარე წყალი. გოგრა გაფცქვენი და ამოაცალე თესლი, დაჭერი და მოხარშე ნახევრად. შემდეგ გადაწურე საწურზე.
- საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი, ფსკერზე დაალაგე გოგრა და მოაყარე ქიშმიში და დაჭრილი შავი ქლიავი.
- კვერცხი ათქვიფე, დაამატე ნაღები, შაქარი, მარილი და კვლავ კარგად ათქვიფე. ნარევი დაასხი ჩირიან გოგრას.
- კერძი გამოაცხე 200 გრადუსზე ნახევარი საათის მანძილზე. სულ რომ გაცივდება, დაიწყე მისი დაჭრა.
გოგრა სტაფილოთი და ბრინჯით
ინგრედიენტები
- 300 გ გოგრა
- 250 გ ბრინჯი
- 250 გ სტაფილო
- 150 მლ ნაღები
- 150 მლ რძე
- სამი ს. კ. შაქარი
- 70 გ კარაქი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- ვანილი
მომზადება
- ბრინჯი მოხარშე ნახევრად, მიქსერის დახმარებით ათქვიფე კვერცხი შაქართან, მარილთან და ვანილთან ერთად.
- სტაფილო და გოგრა გახეხე მსხვილ სახეხზე და შეურიე კვერცხის მასას. დაამატე ბრინჯი, გამდნარი კარაქი, ნაღები და რძე. კარგად აურიე.
- პერგამენტიან საცხობ ფორმას წაუსვი ცხიმი და გადაიტანე მასზე სტაფილოსა და გოგრის ნარევი, გამოაცხე 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანე ცხელი ან ბოლომდე გაციებული სახით.
გოგრა ხაჭოთი და გარგარის ჩირით
ინგრედიენტები
- 100 გ გარგარის ჩირი
- 600 გ ხაჭო
- 200 გ გოგრა
- ერთი ს. კ. სიმინდის სახამებელი
- ერთი ჩ. კ. კურკუმა
- კარაქი
- შაქარი გემოვნებით
- ფორთოხლის ცედრა
მომზადება
- დაჭერი გაფცქვნილი გოგრა წვრილ კუბებად და მოხარშე ბოლომდე. პარალელურად გარგარის ჩირი ჩაალბე მდუღარე წყალში, შემდეგ ისიც წვრილად დაჭერი.
- ცალკე ჭურჭელში მიქსერის დახმარებით ათქვიფე ხაჭო, შაქარი, კურკუმა, ფორთოხლის ცედრა და სახამებელი. ჩაამატე ნარევში გარგარის ჩირი და გოგრა და კარგად აურიე.
- საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი, დაალაგე მასზე ხაჭოსა და გოგრის ნარევი და გაასწორე. დააფარე ფოლგა და გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე. მოხსენი ფოლგა ხუთი წუთით ადრე, რათა ნამცხვარი დაიბრაწოს. სულ რომ გაცივდება, მოაყარე შაქრის პუდრა ან მოასხი შოკოლადის სოუსი.
გოგრაში გამომცხვარი ხაჭო და ყაყაჩო
ინგრედიენტები
- 200 გ ხაჭო
- ორი ცალი კვერცხი
- ერთი ს. კ. ყაყაჩოს თესლი
- ერთი პატარა გოგრა
- ვანილი
- შაქარი გემოვნებით
მომზადება
- გოგრა კარგად გარეცხე გამდინარე წყლით, მოაჭერი მას წვერო და დიდი კოვზით ამოაცალე თესლი. შიგნით ჩაყარე ცოტა შაქარი და შეაზილე რბილობს.
- ხაჭო შეურიე კვერცხს, ვანილს, დარჩენილ შაქარს და ყაყაჩოს თესლს. მიღებული შიგთავსი მოათავსე გოგრის შიგნით და დაახურე წაჭრილი წვერო.
- მთლიანი გოგრა მოათავსე საცხობ ფორმაში და შედგი 180 გრადუსზე ერთი საათით. მიირთვი ცივი.
ქათამი ყველით
ინგრედიენტები
- 500 გ ქათმის ფილე
- 700 გ გოგრა
- 150 გ მაგარი ყველი
- სამი ს. კ. არაჟანი
- სამი ს. კ. საფანელი
- 25 გ კარაქი
- მარილი
- შავი პილპილი
- საკმაზი ქათმის ხორცისთვის
მომზადება
- გოგრის რბილობი და მაგარი ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე, შემდეგ ცალკე ჭურჭელში შეურიე ისინი არაჟანს.
- ქათმის ფილე დაჭერი პატარა კუბებად, მოაყარე მარილი, პილპილი და საკმაზი.
- საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი და მოაყარე საფანელი. ძირში გადაანაწილე გოგრისა და ყველის ნარევის ნახევარი. ზემოდან დაალაგე ქათმის ხორცი და დაფარე გოგრის მასით.
- გამოაცხე 200 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანე ცხელი ან ცივი სახით, ახალ ბოსტნეულთან ერთად.
პომიდორითა და ბრინზით
ინგრედიენტები
- ორი ცალი პომიდორი
- 200 გ ბრინზა ყველი
- 400 გ გოგრა
- სამი ს. კ. ზეთი
- სამი ს. კ. ფქვილი
- ორი ცალი კვერცხი
- ოთხი ს. კ. არაჟანი
- სამი ს. კ. საფანელი
- 20 გ კარაქი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- დაფქული მუსკატის კაკალი
მომზადება
- გოგრის რბილობი დაჭერი 5 მლ სისქის ნაჭრებად. ამოავლე ისინი ფქვილში და შეწვი ზეთში ოქროსფრამდე.
- ბრინზა ყველი დაჭერი გრძელ და თხელ ნაჭრებად, პომიდორი კი – წრეებად.
- საცხობ ფორმას უხვად წაუსვი კარაქი, მოაყარე საფანელი და დაალაგე მასზე გოგრა. ზემოდან გადაანაწილე ბრინზა ყველი და პომიდორი.
- კვერცხი ათქვიფე მარილთან ერთად, შემდეგ დაამატე არაჟანი, წიწაკა, მუსკატის კაკალი და კარგად აურიე.
- კვერცხის მასა მოასხი ბოსტნეულს და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით. სუფრასთან მიიტანე ნებისმიერი ხორცის კერძთან ან სოუსთან ერთად.
იმედი გვაქვს, რომ მოგეწონათ ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტები. მოამზადეთ და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების!
თქვენ რა სახის კერძებს ამზადებთ გოგრისგან? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში, ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!