8 ნივთი, რომელსაც ქაღალდის ხელსახოცმა შეიძლება ზიანი მიაყენოს

თანამდროვე სამყაროში უამრავი ნივთია, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. ერთ-ერთი ასეთია ქაღალდის ხელსახოცები, რომლებიც ერთი შეხედვით დიასახლისის იდეალური დამხმარეა ოჯახის საკითხებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცალკეულ შემთხვევებში მას მავნებლობის მოტანაც კი შეუძლია.

ჩვენ მივეჩვიეთ ნებისმიერი ჭუჭყის მოშორებას ქაღალდის ხელსახოცებით, ეს იქნება მტვერი თუ საჭმლის ნარჩენები. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ რომელ სიტუაციებშია უკეთესი, რომ თავი შეიკავოთ მათი გამოყენებისგან.

8 ნივთი, რომელთა დაზიანებაც შეუძლია ქაღალდის ხელსახოცებს

სათვალის წმენდა

ყოველ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუწმენდია სათვალე ქაღალდის ხელსახოცით. რბილი სტრუქტურის გამო ის თითქოს იდეალური უნდა იყოს ამ საქმისთვის, რეალურად კი ქაღალდის შემადგენლობაში შედის უხეში ცელულოზა, რომელიც მინაზე ტოვებს ნაკაწრებს. ზზოგჯერ კი აუცილებელია, რომ განმეორებით გაწმინდოთ სათვალე დარჩენილი კვალისგან.

ეკრანის წმენდა

ანალოგიური სიტუაცია იქმნება ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანებთან დაკავშირებით. მაგარი და უხეში ბუსუსები ეკრანების ზედაპირს ფარავს ნაკაწრებითა და მიკრო ბზარებით. უმჯობესია გამოიყენოთ მიკროფიბრის ხელსახოცები, ისინი ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება.

ლაქების მოშორება ნივთებიდან

მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ხელსახოცი კარგად იწოვს ტენს, კატეგორიულად დაუშვებელია მათი გამოყენება ტანსაცმლის ან ხალიჩების გასაწმენდად, ისინი აძლიერებს სითხის შეწოვას ბუსუსებში. დასველების დროს ირღვევა ხელსახოცის მთლიანობა და ქსოვილზე რჩება თეთრი ნაწილები, რომელთა მოშორებაც საკმაოდ რთულია.

კლავიატურის წმენდა

კიდევ ერთი შეცდომა არის ქაღალდის ხელსახოცის გამოყენება კლავიატურის გასაწმენდად. ქაღალდის ნაწილები და ბუსუსები რჩება კლავიშებს შორის, რაც საქმეს უფრო გაგირთულებთ. იდეალური გადაწყვეტა არის კბილის ჯაგრისი. მისი მაგარი ზედაპირი საუკეთესოდ უმკლავდება ჭუჭყს.

ხის ზედაპირების წმენდა

დიასახლისის სიკარგეს განსაზღვრავს სისუფთავე მის სახლში. ავეჯის გაწმენდა ქაღალდის ხელსახოცით საკმაოდ მარტივია და, რა თქმა უნდა, აქვე ჩნდება ამ საშუალების მავნებლობის საკითხიც. ნაფხაჭნებმა შესაძლოა გააფუჭოს ავეჯი და უფრო მეტი ჭუჭყი და მტვერი დაგროვდეს მასზე. გამოიყენეთ რბილი ქსოვილი და სპეციალური საწმენდი საშუალებები ავეჯის წმენდის დროს.

სამზარეულოს საჭრელი დაფის წმენდა

როცა ვჭრით ხორცს ან ბოსტნეულს, დაფაზე რჩება სითხე, რომელიც სწრაფად უნდა ავწმინდოთ. ხელთ მაშინვე ქაღალდის ხელსახოცი გვხვდება, მაგრამ ეს არ არის სწორი. დაფაზე რჩება სველი ქაღალდის ნაგლეჯები ფაფის სახით, ამიტომ დაფა უმჯობესია ჭურჭლის ჟელეთი გარეცხოთ.

შუშების წმენდა

ჯერ კიდევ იყენებთ ქაღალდის ხელსახოცებს ფანჯრისა და სარკეების საწმენდად? საკმარისია ორმაგი სამუშაოს შესრულება! შუშის ზედაპირზე რჩება ქაღალდის ბუსუსები, რის შემდეგაც კვლავ საჭირო ხდება მათი წმენდა. ლაქების მოსაცილებლად გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები და მიკროფიბრის ხელსახოცი.

მანქანის ხელსახოცის წმენდა

ავტომობილის სალონის ხარისხიანი დალაგება მოითხოვს სხვადასხვა სარეცხი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც ვერ თანაარსებობენ ქაღალდის ხელსახოცთან ერთად. მათი ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება თავისებური წებოვანი ნადები, რომელიც იზიდავს მტვერს. უკეთესია, რომ გამოიყენოთ უბრალო ბამბაზიის ჩვარი.

თითქოს საქმის შემსუბუქების მიზნით ჩვენ გვავიწყდება ჩვენი მოქმედებების შედეგები. ამიტომ საჭიროა იცოდეთ დალაგების წესები, რადგან ისინი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სისუფთავე, სწორად მოუაროთ ნივთებს და ამით მათ გაუხანგრძლივოთ მოხმარების ვადები. ეს კი მოახდენს თქვენი დაკარგული დროის კომპენსირებას.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებსაც სოციალური ქსელების საშუალებით!

Leave a Reply