8 საკვები პროდუქტი, რომელიც შაკიკის დაძლევაში დაგეხმარებათ

შაკიკი არასასურველი სტუმარია, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია. თუ თავი ხშირად გტკივათ, თქვენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როცა იღებთ წამლებს, ვარჯიშობთ, მაგრამ ის არ ქრება და მუდამ უკან ბრუნდება.

გამოსავალი – შეცვალეთ დიეტა. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაგაძლევინებთ მას და სამუდამოდ დამშვიდდებით.

1. ავოკადო

აი მიზეზი, შეიყვაროთ ეს სასარგებლო ხილი. ის შაკიკს ებრძვის. მდიდარია ანტიოქსიდანტებით და საშუალებას მოგცემთ თავის ტკივილი მოიშოროთ.

2. ლეღვი

ლეღვი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ განსაკუთრებით შაკიკს ებრძვის. ექსპერტების დასკვნით, ის შეიცავს პოტასიუმს, რომელიც ანთებას ამცირებს და ტკივილს აქრობს.

3. ორაგული

სავსე ომეგა სამით და ვიტამინი B-თი, ამცირებს ანთებით პროცესს და აქრობს შაკიკის ნიშნებს.

4. ტკბილი კარტოფილი

ის არამხოლოდ სასარგებლოა, არამედ უებარი წამალიცაა. მდიდარია ვიტამინებით C, B1 და პოტასიუმით. როცა თავის ტკივილი შეგაწუხებთ, ის შეამცირებს ტკივილს და სიმშვიდეს მოგგვრით.

5. საზამთრო და სტაფილო

მსგავსი პროდუქტები თქვენს ორგანიზმს წყლით აავსებენ. გაუწყლოება ერთ-ერთი მიზეზია, რაც თავის ტკივილს წარმოშობს.

6. კინოა და კალე

სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად, კინოა და კალე შაკიკს ებრძვიან. შეიცავენ რკინას, რიბოფლავინს და მაგნეზიუმს, რაც თავის ტკივილს აქრობს.

7. იოგურტი

იოგურტი ასევე მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც შაკიკს ეფექტურად უმკლავდებიან. დაამატეთ იოგურტი ყოველდღიურ რაციონს და შედეგი არ დააყოვნებს.

8. ლიმნის წვენი

დიდი რაოდენობით ვიტამინი C – ლიმნის წვენი ცნობილია სასარგებლო ხასიათით. როცა თავი აგტკივდებათ, ჩააწვეთეთ ლიმნის წვენი წყლიან ჭიქაში, დაუმატეთ 2 ჩ.კ. მარილი და მიირთვით მაგიური პორცია. იგრძნობთ შემსუბუქებას და ანთება ჩაცხრება.

ბონუსად: დარიჩინი

 

აიღეთ რამდენიმე დარიჩინის ჯოხი და დაფქვით. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და აქციეთ პასტად. დაიდეთ თავზე და საფეთქლებზე, როცა შაკიკის შეტევას იგრძნობთ. ეს ბუნებრივი საშუალება მხსნელად მოგევლინებათ. გაიჩერეთ პასტა 25-30 წუთით.

Leave a Reply