6 სიმპტომი, რომელიც თვალის ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე მიუთითებს

მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა უმნიშვნელოვანესია, ბევრი ადამიანი დიდ ყურადღებას არ აქცევს მის ჯანმრთელობას. ოფთალმოლოგების აზრით, ყველა თვალს სჭირდება გამოკვლევა, მაშნაც კი თუ ცვლილებებს ვერ გრძნობენ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზე გაქვთ, დროდადრო მაინც უნდა შეემოწმოთ.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, ექიმს სასწრაფოდ ეწვიეთ.

მხედველობის 6 ნიშანი, რომელიც არასდროს უნდა დააიგნოროთ

1. თვალების სიწითლე

ეს თანამედროვეობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის აღნიშნავს ზედმეტ დაძაბულობას ან კონუქტივიზმს. ალერგიები ასევე იწვევს წითელ თვალებს. მაგრამ, მსგავსი სიმპტომები აქვს სერიოზულ დაავადებებსაც. აჯობებს თუ კონსულტაციას ექიმთან გაივლით.

2. დასიებული თვალები

ეს სიმპტომი როგორც წესი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობაზე მიუთითებს და მაშინვე ქრება, როგორც კი ფარისებრი ჯირკვალი დარეგულირდება. მაგრამ, ამის დასამტკიცებლადაც საჭიროა ვიზიტი თვალის ექიმთან.

3. შესიებული ქუთუთოები

ეს ერთ-ერთი ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს თვალის დაავადებების, რომლებიც კუნთების სისუსტითაა გამოწვეული. პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ღეჭვის და ყლაპვის პრობლემაც.

4. წერტილები, წრეები ან ხაზები თვალებთან

ეს სიმპტომი ძირითადად ხანშიშესულ ადამიანებთანაა გავრცელებული. თუ ასეა, პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, ახალგაზრდა ადამიანებში წერტილები, ხაზები და წრეები შესაძლოა დიაბეტის განვითარებაზე მიანიშნებდეს. მისგან განსათავისუფლებელი საუკეთესო გზა სამედიცინო გამოკვლევაა.

5. თეთრი ან ნაცრისფერი “ბეჭედი” თვალის გუგაზე

მოხუცებში ის ასაკობრივი მახასიათებელია, მაგრამ 40 წლამდე ასაკის ადამიანებში შესაძლოა სისხლში ქოლესტერინის მაღალ შემცველობას მიუთითებდეს. ეს პათოლოგიური ფორმა ხედვაზე გავლენას არ ახდენს და სამედიცინო ჩარევას არ ითვალისწინებს. საჭიროა გადახედოთ დიეტას და სისხლში ქოლესტერინის დონე დაარეგულიროთ.

6. თვალების ქავილი

ხშირად ქავილი ან სიწითლე ალერგიის ნიშანია. მაგრამ, ეს სიმპტომი კანის ინფექციაზეც შეიძლება მიგვითითებდეს, რომელიც თვალში ბაქტერიამ გამოიწვია.

სტატისტიკის მიხედვით, თვალის პრობლემები უფრო და უფრო გავრცელებულ სახეს იღებს. ნუ დააიგნორებთ სიმპტომებს და რეგულარულად მიმართეთ გამოკვლევას.

Leave a Reply