თეატრი იწყება საკიდით, ახალი კერძის მომზადება კი ინგრედიენტებით, რომელთა პროპორციებიც რეცეპტებშია მითითებული. თუ მათ რაოდენობას გრამებსა და მილიმეტრებში გთავაზობენ, ეს სტატია აუცილებლად უნდა შეინახოთ და ყოველ ჯერზე გამოიყენოთ:
გამოცდილი დიასახლისები მიჩვეულები არიან ყველაფერი თვალით გაზომონ, მაგრამ ხანდახან კერძში თითოეული გრამი მნიშვნელოვანია. როგორ გავიგოთ პროდუქტების წონა სასწორის გარეშე?
ამ კითხვის პასუხი სპეციალური გრაფაა, რომელსაც გთავაზობთ.
დაგჭრდებათ ჩვეულებრივი კლასიკური ჭქა, ჩაის და სუფრის კოვზი.
1 ჭიქა — 240 მლ
3/4 ჭიქა — 180 მლ
2/3 ჭიქა — 160 მლ
1/2 ჭიქა — 120 მლ
1/3 ჭიქა — 80 მლ
1/4 ჭიქა — 60 მლ
1 ს.კ.. — 15 მლ
1 ჩ.კ. — 5 მლ
1 ს.კ. — 3 ჩ.კ.
1 ჭიქა — 16 ს.კ.
1 ლიტრი — 4 ჭიქა და 2 ს.კ.
მშრალი პროდუქტები ერთსა და იმავე ფორმაში სხვადასხვა წონისა, რაც გაზომვის პროცესს ართულებს. სწორედ ამისთვისაა საჭირო სპეციალური გრაფა, მასშ არასდროს შეცდები და ზუსტად იმდენ შაქარს და ფქვილს გამოიყენებ, რამდენიც საჭიროა ტორტისა და ორცხობილისთვის.
გვახსოვდეს, რომ პროდუქტების წონა მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული. თუ ჩვეულებრივი ჭქა ფქვილი 160 გრამია, დატკეპნილი 200-210 გრამი იქნება, გაცრილი კი 120-130 გ.
წონის და ფორმის შეთანხმება სხვადასხვა პროდუქტებში
მარცვლეული
1 ჭიქა მოგრძო ბრინჯი — 200 გ
1 ჭიქა მრგვალი ბრინჯი — 210 გ
1 ჭიქა შვრიის მარცვლები — 100 გ
1 ჭიქა წიწიბურას მარცვლები — 210 გ
1 ჭიქა ხორბლის მარცვლები — 220 გ
1 ჭიქა ქერის მარცვლები — 180 გ
1 ჭიქა სიმინდის მარცვლები — 180 გ
1 ჭიქა მანის მარცვლები — 200 გ
მარილი
1 ჭიქა მსხვილი მარილი — 360 გ
1 ჭიქა წვრილი მარილი — 400 გ
საკვები სოდა
1 ჭიქა — 200 გ
1 ს.კ. — 25 გ
თეთრი შაქარი
1 ჭიქა — 200 გ
შაქრის პუდრა
1 ჭიქა — 180 გ
1 ს.კ. — 12 გ
1 ჩ.კ. — 4 გ
ზეთი/კარაქი
1 ჭიქა მცენარეული ზეთი — 200 გ
1 ჭიქა ნაღების კარაქი — 240 გ
1 ს.კ. ნაღების კარაქი — 15 გ
ნამცეცები
1 ჭიქა ტორტის ნამცეცები — 110 გ
1 ჭიქა მშრალი პურის ნარჩენები — 125 გ
ჩირი
1 ჭიქა დაჭლეტილი ჩირი — 150 გ
ფქვილი, კაკაო, სახამებელი
1 ჭიქა ფქვილი — 160 გ
1 ს.კ. ფქვილი — 10 გ
1 ჩ.კ. ფქვილი — 3 გ
თაფლი, სიმინდის სიროფი
თუ არაჟნის, თაფლის ან მსგავსი მასის აწონვა გსურთ, მოათავსეთ ის კოვზით ჭიქაში, რათა მთლიანად გაავსოთ.
1 ჭიქა — 320 გ
1 ს.კ. — 35 გ
1 ჩ.კ. — 12 გ
მურაბა
1 ჭიქა — 330 გ
მშრალი საფუარი
1 ს.კ. — 10 გ
ჟელატინი
1 შეკვრა — 14 გ
1 ს.კ. — 10 გ
1 ფირფიტა — 4 გ
თხილი და კენკრა
დაჭრილი (არა დაქუცმაცებული) მარცვლები უფრო სქლად თავსდება ჭიქაში, ამიტომაც წონა მეტი ექნებათ. ამ შემთხვევაშ ჯობია მთლიანად აწონოთ და შემდეგ დაჭრათ.
1 ჭიქა არაქისი — 175 გ
1 ჭიქა ნუში — 160 გ
1 ჭიქა ქიშმიში — 190 გ
1 ჭიქა ნიგოზი — 165 გ
1 ჭიქა კედრის თხილი — 140 გ
1 ჭიქა მზესუმზირის მარცვლები — 170 გ
1 ჭიქა ჟოლო — 180 გ
1 ჭიქა შავი მოცხარი — 155 გ
1 ჭიქა შტოში — 145 გ
1 ჭიქა მოცვი — 200 გ
კვერცხი (მესამე კატეგორია) — 35 გრამიდან 44,9-მდე
კვერცხი (მეორე კატეგორია) — 45 გრამიდან 54,9-მდე
კვერცხი (პირველი კატეგორია) — 55 გრამიდან 64,9-მდე
საშუალო ზომის (40 გრამიდან 65 გრამამდე) 10 კვერცხი იწონის 400-650 გრამს. კილოგრამში საშუალოდ 15-დან 25 კვერცხამდე მოიაზრება.
რამდენს იწონის ხილი და ბოსტნეული
კარტოფილი — 100 გ
ხახვი — 75 გ
სტაფილო — 75 გ
კიტრი — 100 გ
ბოლოკი — 20 გ
ბადრიჯანი — 200 გ
კვერცხის ცილა — 30 გ
კვერცხის გული — 20 გ
მსხალი — 130–160 გ
გარგარი — 40 გ
ფორთოხალი — 140 გ
მარწყვი (1 ც) — 8 გ
ლიმონი — 50–70 გ
ატამი — 85 გ
ქლიავი — 30 გ
ვაშლი — 90 გ
საჭირო წონის გაგების ცოდნა ცხოვრებას გაგიადვილებთ. ყველაზე სასარგებლო სამზარეულოს რჩევები ერთ სტატიაში მოვაქციეთ! გაუზიარეთ მეგობრებს და შეინახეთ.