არსებობს ვაშლის ნამცხვრების უამრავი რეცეპტი, ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ხილია, რომელიც წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ამიტომ ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს ვაშლის ნამცხვრების რამდენიმე საინტერესო რეცეპტი.
გემრიელი ვაშლის ნამცხვარი
ეს რეცეპტი თქვენი ფავორიტი გახდება, რადგან მის მიხედვით დამზადებული ნამცხვარი ძალიან წვნიანი და არომატული გამოდის. ყოველ რეცეპტს მრავალი ვარიაცია აქვს, თუმცა არსებობს სტანდარტები, რომლის მიხედვითაც ამ ნამცხვარს პროფესიონალები ამზადებენ.
ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კლასიკურია ვაშლის ნამცხვრების რეცეპტებს შორის. მას იყენებენ რესტორნის კონდიტერები.
ინგრედიენტები
- ერთი კგ ვაშლი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 3 ცალი კვერცხი
- ერთი ლიმონი
- 160 გ ფქვილი
- 120 გ შაქარი
- 100 მლ რძე
- 20 გ კარაქი
- მარილი გემოვნების მიხედვით
მომზადება
1. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 25 სმ დიამეტრის მქონე ფორმა. მას აუცილებლად უნდა წაუსვათ კარაქი და მოაყაროთ მანი.
2. პირველად მოამზადეთ შიგთავსი. ვაშლი გარეცხე, გაასუფთავე, გაფცქვენი, ამოაცალე გული და დაჭერი თხელ ფირფიტებად. მოასხი მას ლიმონის წვენი.
3. ახლა მოამზადეთ ცომი: კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად და დაამატე რძე. ფქვილში ჩაამატე გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა. ფქვილი და კვერცხი შეურიე ერთმანეთს. ცომი დაასხი ვაშლს, ფრთხილად აურიე და ყველაფერი ფორმაში გადაიტანე.
4. ცომს ზემოდან მოაყარე შაქარი და დაადე რამდენიმე ნაჭერი კარაქი. შემდეგ შედგი ღუმელში, რომელიც წინასწარ გაცხელებული იქნება 180 გრადუსზე.
ნამცხვარი შეგიძლია სუფრასთან მიიტანო როგორც ცხელი, ისე – ცივი. ეს უგემრიელესი დესერტი შენი საყვარელი ვაშლის ნამცხვარი გახდება.
ვაშლის საკვირველი თვისება ის არის, რომ ის თავის სასარგებლო თვისებებს თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს, ამიტომ ღუმელში გამომცხვარი ვაშლი ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი.
გემრიელად მიირთვით ნამცხვარი და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!