იტალიური ბრუსკეტები წიწაკითა და ყველით

იტალიური სამზარეულო ყველასგან გამორჩეულია, კერძების უმრავლესობა მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად. არ ითხოვს დროის, ფინანსებისა და ძალების განსაკუთრებულ ხარჯვას. იტალიური სამზარეულოს მარტო ეს მარგალიტები რად ღირს – პასტა, პიცა, ლაზანია…

დღეს ჩვენ მოგიყვებით ასევე განსაკუთრებულ იტალიურ კერძზე – ხრაშუნა ბრუსკეტებზე, რომელიც გამომცხვარია წიწაკასთან და ბრინზასთან ერთად. ისინი დაგატყვევებთ არამხოლოდ სილამაზით, არამედ განუმეორებელი გემოთი და არომატით. თუ ამ კერძს სადღესასწაულოდ მოამზადებთ, მზად უნდა იყოთ აღფრთოვანებული სტუმრებისგან უამრავი ქათინაურისა და შექების მოსმენისთვის.

ბრუსკეტები წიწაკითა და ყველით

ინგრედიენტები

  • ორი ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
  • ოთხი ცალი ტოსტის პური
  • ერთი ცალი კიტრი
  • ერთი ს. კ. არაჟანი
  • 50 გ ბრინზა ყველი
  • ერთი კბილი ნიორი
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ორი ჩ. კ. ბალზამირებული ძმარი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაასუფთავე წითელი წიწაკა თესლისა და ყუნწებისგან, ხოლო შემდეგ გაჭერი შუაზე. მოასხი მას ზეითუნის ზეთი და ჩაალაგე საცხობ ფორმაში კანით მაღლა. შედგი წიწაკა 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, სანამ გვერდები არ გაუმუქდება.

2. წიწაკიანი ფორმა გამოიღე ღუმელიდან და დააფარე ფოლგა. ასე დატოვე, სანამ სრულად გაცივდება. შემდეგ მოხსენი ფოლგა და მოაცალე წიწაკას კანი, რბილობი კი ზოლებად დაჭერი.

3. დაჭერი კიტრი თხელ რგოლებად, ოხრახუში კი წვრილად. ისინი დაამატე გამომცხვარ წიწაკას, მოასხი ბალზამირებული ძმარი, მოაყარე მარილი, პილპილი და კარგად აურიე.

4. პურის ნაჭრებს ფუნჯის დახმარებით წაუსვი ზეითუნის ზეთი და გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ყოველ ნაჭერს წაუსვი ერთი კბილი ნიორი, ორივე მხრიდან.

5. ბრინზა ჩაჭყლიტე ჩანგლით და შეურიე მას არაჟანი. მიღებული მასა წაუსვი გახუხულ პურს და გადაანაწილე. ნაჭრებზე ზემოდან დააწყე ბოსტნეულის სალათა.

მზა ბრუსკეტები მორთე ბაზილიკის ფოთლებით ან დარჩენილი ბრინზით. ეს კერძი უპირობოდ მოუხდება ნებისმიერი სახის სასმელს სადღესასწაულო სუფრაზე. გარდა ამისა, ასეთი ტოსტები შეგიძლიათ მოამზადოთ საუზმისთვის და მიირთვათ ყავასთან ერთად. ასევე კარგი იქნება სადილის დროს მიირთვათ პირველ კერძთან ერთად. იტალიური ბრუსკეტები შესანიშნავია ნებისმიერი კვების ჯერის დროს.

თქვენ რომელ კლასიკურ ეროვნულ კერძებს ამზადებთ ყველაზე ხშირად? მოგვიყევით კომენტარებში, ეს რეცეპტი კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

Leave a Reply