ჩვენ გიხსნით როგორ დაამწნილოთ თეთრი კომბოსტო სწორად. 10-მდე დეტალია გასათვალისწინებელი.

ბევრი ფიქრობს, რომ კომპოსტოს დამჟავება მარტივი საქმე არ არის. ამ უძველეს მცენარეს ჩვენი ბებიები და ბაბუებიც ამწნილებდნენ და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდათ. თუმცა ამ პროდუქტს ყველას თავისებურად აკეთებს და ერთნაირი არასდროს გამოდის.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ რა წესებია საჭირო იმისთვის, რომ კომბოსტო სწორად დამწნილდეს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამისთვის ათიოდე დეტალი მაინც უნდა გაითვალისწინოთ.

დროა გაეცნოთ მათ, რადგან ეს ინფორმაცია თეთრი კომბოსტოს შესახებ ყოველთვის გამოგადგებათ!

კომბოსტოს დამწნილების საიდუმლოები

როგორ ავირჩიოთ კომბოსტო და მისი დანამატები

ყველამ იცის, რომ კომბოსტო უნდა იყოს თეთრ ფოთლებიანი. ის არ უნდა დაიკრიფოს პირველი ყინვის წინ! რატომ? იმიტომ რომ კარგად დუღილისთვის კომბოსტოში უნდა დაგროვდეს ბევრი რძემჟავა. რაც მხოლოდ შაქრის მაღალი შემცველობის შემთხვევაში მოხდება, ეს პერიოდი კი გვიან შემოდგომაზე უწევს.

გარდა ამისა, დანამატები პროდუქტს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. სტაფილო სძენს სიტკბოს, სიმჟავისა და არომატისთვის კი ვაშლის და ქლიავს ამატებენ. ჩრდილოეთის ქვეყნებში ხშირად იყენებენ შავ და წითელ მოცვს და ღვიის კენკრასაც კი.

სანელებლები და მწვანილი

უაღრესად მნიშვნელოვანია მარილის ოდენობის სწორად დათვლა: ერთ სამლიტრიან ქილას დასჭირდება დაახლოებით 40 გრ მარილი (ეს არის დაახლოებით ორი სუფრის კოვზი).

როდესაც დამწიფდება, მას შეიძლება ცოტა მწარე გემო ჰქონდეს, ამიტომ აუცილებლად დაუმატეთ 20 გრ შაქარი (ერთი სავსე სუფრის კოვზი).

რაც შეეხება მწვანილს, მჟავე კომბოსტოს შესაფერისია: ქინძი, ძირა, კვლიავი და ანისი.

დამჟავების პროცესი

პირველი წესი: კომბოსტო უნდა იყოს ზეწოლის ქვეშ და მთლიანად წვენით დაფარული. მეორე: აუცილებელია ქაფის მოცილება. და ბოლოს: ზედმეტად დიდხანს ნუ დატოვებ! კომბიოსტო 2-3 დღე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე, დანარჩენი დრო კი – 0 ტემპერატურაზე. მხოლოდ ამ გზით მოხდება რძემჟავას თანაბრად დაგროვება.

როგორც ხედავთ, კომბოსტოს დამწნილება არც ისე მარტივი პროცესია, მაგრამ არც ისეთი რთული, როგორც ბევრს ჰგონია. ეს არის საუკეთესო გზა ხრაშუნა, წვნიანი პროდუქტის მისაღებად, რომლითაც შეგიძლიათ პირველიდან ბოლო ქილამდე ისიამოვნოთ! შეგიძლიათ მომზადების დროს დაამატოთ ძმარიც, მაგრამ გემო ცოტათი შეეცვლება.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply