დღევანდელი სალათა ,,ოლივიე” არ გეგონოთ, მას ,,თოლია” ჰქვია. ბარდის სალათა ახლო წარსულში საკმაოდ პოპულარული იყო. ის არის ნოყიერი, გემრიელი და თან მზადდება ძალიან სწრაფად.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბარდის სალათა ცოტა განსხვავებული კუთხით. ეს კერძი ძალიან უხდება ყველაფერს – ყოველდღიურ სუფრასაც და სადღესასწაულოსაც!
ინგრედიენტები
- 200 გ მაგარი ყველი
- 3 ცალი კვერცხი
- 150 გ მაიონეზი
- 200 გ მწვანე ბარდა (დაკონსერვებული)
- ერთი თავი წითელი ხახვი
მომზადება
1. მოხარშე კვერცხი მაგრად. შემდეგ გახეხე ან წვრილად დაჭერი.
2. სანამ კვერცხი მოიხარშება, გახეხე ყველი მსხვილ სახეხზე.
3. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი წვრილ კუბებად.
4. შეურიე ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, შემდეგ დაამატე მწვანე ბარდა, მოასხი ზემოდან მაიონეზი და კარგად შეაზავე მარილითა და პილპილით – შენი გემოვნების მიხედვით. მზად არის!
ესეც ასე, მზადაა: 5 ინგრედიენტისგან შეგიძლია შექმნა შესანიშნავი სალათა. მოამზადე, გაიხსენე ბავშვობა და მიირთვი გემრიელად! გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!