როგორ მოვხარშოთ არხანგელსკური ბორშჩის დიდი ქვაბი სწრაფად

უკრაინული ბორშჩი საყოველთაოდ ცნობილია თავისი გემოვნური თვისებებით. მას ამზადებენ ხორცისგან და თევზისგანაც კი. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ცოტა განსხვავებული ბორშჩის რეცეპტს – არხანგელსკურად.

ეს წვნიანი თქვენი რეცეპტების სიაში პირველ ადგილს დაიკავებს.

არხანგელსკური ბორშჩის მთელი ხიბლი მდგომარეობს შებოლილი მკერდის ხორცისა და სხვადასხვა ბოსტნეულისა და ასევე შავი ქლიავის ერთობლიობაში.

ინგრედიენტები

  • ერთი ძროხის წვივი
  • 200 გ მოხარშული შებოლილი ღორის მკერდი
  • 2 ლ წყალი
  • ერთი დაფნის ფოთოლი
  • 300 გ მჟავე კომბოსტო
  • ერთი ცალი კარტოფილი
  • 2 ცალი ჭარხალი
  • ნახევარი თავი ხახვი
  • 2 ცალი სტაფილო
  • ერთი ცალი პომიდორი
  • ზეთი
  • 60 გ უკურკო შავი ქლიავი
  • 400 გ ლობიოს კონსერვი
  • მწარე წიწაკა
  • ნახევარი ს. კ. ნივრის ფხვნილი
  • არაჟანი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. პირველ რიგში წვივის ხორცი მოათავსეთ ქვაბში, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, დაასხით წყალი და მოხარშეთ ბულიონი.

2. ჭარხალი გამოაცხეთ ფოლგაში, შემდეგ კი გახეხეთ მსხვილად. სტაფილო – წვრილად გახეხეთ. დაჭერით ხახვიც წვრილ კუბებად. წვრილად დაჭერით მჟავე კომბოსტოც.

გაახურეთ ტაფა, ჩაასხით მასში ზეთი და მოშუშეთ ხახვი. შემდეგ ჩაამატეთ სტაფილო. პერიოდულად ურიეთ. როცა ბოსტნეული მოიშუშება, ჩაამატეთ მოხარშულ-შებოლილი ღორის ხორცი.

3. ბულიონში ჩაყარეთ კომბოსტო და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. გახეხილი პომიდორი ჩაამატეთ ბოსტნეულიან ტაფაში. ცოტა ხანში ჩაამატეთ გახეხილი ჭარხალიც და აურიეთ.

4. ადუღებულ ბულიონში კომბოსტოს ჩაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და ხარშეთ 15 წუთით. ამის შემდეგ კი ჩაყარე მოშუშული ბოსტნეული. ლობიოს გადაუწურე წვენი და ჩაყარე თითქმის მზა ბორშჩში. მას მიაყოლე დაჭრილი შავი ქლიავი.

5. კერძისთვის პიკანტურობის მისანიჭებლად, მას დაამატეთ მწარე წიწაკა და მშრალი ნიორი. კერძი დააყოვნეთ მინიმუმ ნახევარი საათით, რათა გემოები კარგად გაუჯდეს ერთმანეთს.

სუფრაზე მიტანის წინ ბორშჩს ჩაამატეთ არაჟანი და მწვანილი.

როგორ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი? გაგვიზიარეთ ბორშჩის თქვენეული ვერსიები!

Leave a Reply