არსებობს ყაბაყის ხიზილალის მრავალი რეცეპტი. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტის განსაკუთრებულობა კი იმაშია, რომ ყველა ბოსტნეული იჭრება, ეს კი კერძს უფრო გაჯერებულ გემოს ანიჭებს. სახლის ყაბაყის ხიზილალის ერთი ქილაც კი შესანიშნავი დამატებაა ნებისმიერი სუფრისთვის. ის უხდება პურის ნაჭერსაც და საყვარელ გარნირსაც.
ინგრედიენტები
- 1,2 კილო ყაბაყი
- 800 გ პომიდორი
- ერთი კილო სტაფილო
- სამი კილო ხახვი
- რვა ს. კ. ზეთი
- ერთი კონა ქინძი
- 1,5 ჩ. კ. მარილი
- ერთი ს. კ. შაქარი
- ერთი ჩ. კ. პაპრიკა
- ორი ს. კ. ტომატ პასტა
- 40 მლ ძმარი
მომზადება
- მოამზადეთ ყველა პროდუქტი და წვრილად დაჭერი ყაბაყი, პომიდორი, სტაფილო და ხახვი.
- მორიგეობით მოშუშე ყველა ინგრედიენტი, ტაფაზე კი ცოტა ზეთი დაამატე.
- ყველაფერი გადაიტანე ქვაბში, მანდვე ჩაამატე დაჭრილი ქინძი, ტომატ პასტა, მარილი, შაქარი, ძმარი და დარჩენილი ზეთი.
- ქვაბი დადგი ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე, შუშე 15 ან 20 წუთი, დაბალ ცეცხლზე.
- ბოლოს ხიზილალა ქილებში გადაიტანე, მოხუფე, გადააბრუნე და შეფუთე სრულ გაციებამდე.
ყაბაყის ხიზილალა აქტუალურია ყველა სუფრაზე, თან წლის ნებისმიერ პერიოდში. დიეტის დროს კი, როგორც წესი, პირდაპირ მაშველ რგოლად იქცევა ხოლმე. თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!