კერძი, რომელსაც შეიძლება დავუმატოთ თაფლი, მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წარმოგიდგენთ 7 ვარიანტს, რომელთა შორიდაა წვნიანი, გარნირი, ცხელი კერძი და დესერტიც.
სალათი იაპანახით და თაფლით
მწვანილის და მსხლის უცნაური შერწყმა თაფლითა და თხილით.
დაგჭირდებათ: 500 გ ისპანახი, 1 მომცრო მსხალი, 200 გ ყველი, 2 ს. კ. თხილი, 2 ს. კ. თაფლი, 1 ჩ. კ. ლიმნის წვენი, 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და საკმაზები.
მომზადება. ისპანახი გარეცხეთ და დაჭერით. მსხალი გარეცხეთ, გაამშრალეთ, კურკები ამოაცალეთ და ფირფიტებად დაჭერით. ყველი კუბიკებად დაჭერით. ძირითადი ინგრედიენტები ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ. თაფლი აურიეთ ლიმნის წვენთან და ზეითუბის ზეთთან და დაიმატეთ სალათს. მოაყარეთ თხილი, მარილი და საკმაზები გემოვნებით. აურიეთ.
გოგრის სუპი თაფლით
გარედან ეს სუპი ნამდვილი საშემოდგომო ანსამბლია. გოგრის და თაფლის გარდა მას უმატებენ ნაღებს, მწვანილს და საკმაზებს.
დაგჭირდებათ: 1/2 საშუალო გოგრა, 1 ჭიქა წყალი, 5 ს. კ. მცენარეული ზეთი, 1 ჭიქა ნაღები 20% ცხიმით, 1 საშუალო ხახვი, 1 ნაჭერი ნიორი, 1 პატარა წიწაკა, 1 ს. კ. თაფლი, ფქვილი, პილპილი, ქონდარი და მარილი გემოვნებით.
მომზადება. ხახვი და გოგრა გარეცხეთ, გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით. ოდნავ შეწვით მცენარეულ ზეთში. ნიორო გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ის ბოსტნეულს და დაასხით წყალი. აურიეთ. დაუმატეთ თაფლი, საკმაზები და მოთუშეთ 10 წთ. ამის შემდეგ ჩაასზით ნაღები და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
ქათამი თაფლიანი ქერქით
ეს რეცეპტი გავრცელებული არაა, მაგრამ თავისუფლად მიიღებს სახელწოდებას “საფირმო კერძი”.
დაგჭირდებათ: 1 დიდი ქათამი, 2 ს. კ. თაფლი, 4 ს. კ. სოიოს სოუსი, 5 ს. კ. მცენარეული ზეთი, 6 დიდი ნიორის ნაჭერი, მარილი და საკმაზები გემოვნებით.
მომზადება. ქათამი გაასიფთავეთ და მუცელზე ორ თანაბარ ნაჭრად დაჭერით. მთლიანად ამოაცალეთ შიგნეული. ნიორი გაასუფთავეთ. ნახევარი ნაჭერი რამდენიმე ნა2ილად დაჭერით. გაავსეთ ნაჭრები ნიორით. შემდეგ მოაყარეთ მარილი და საკმაზები. ჩართეთ გაზქურა და დააყენეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე. ლანგარს წაუსვით მცენარეული ზეთი. მოათავსეთ მასზე ქათამი შიდა ნაწილით ქვევით. პატარა ჭურჭელში აურიეთ თაფლი და სოიოს სოუსი, დაჭყლეტილი ნიორი. მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. თანაბრად წაუსვით ფრინველს ზევიდან მიღებული მასა. გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე ნახევარი საათით.
იმისთვის, რომ ქათამი არ დაიწვას, რეგულარულად დაასხით ლანგარს ცოტაოდენი წყალი.
ბრინჯის ფაფა თაფლით
მართალია ეს კერძი პოპულარულია, მაგრამ ჩვენ ალტერნატიული ინგრედიენტების დამატებას გთავაზობთ.
დაგჭირდებათ: 1 ჭიქა ბრინჯი, 1 ლ წყალი, 2 ს. კ. ქიშმიში, 1 ს. კ. თაფლი, მარილი და დარიჩინი.
მომზადება. ქიშმიში ჩაალბეთ და ოდნავ გააშრეთ. ბრინჯი გარეცხეთ და მარილიან წყალში მოხარშეთ. 5 წუთით ადრე მომზადებამდე დაუმატეთ ქიშმიში. გაწურეთ ზედმეტი წყლისგან. სეკმაზეთ თაფლით და დარიჩინით. შეგიძლოათ დაუმატოთ ხილი და თხილიც.
იმისთვის, რომ ბრინჯი უფრო მალე მოიხარშოს, წიბასწარ ჩაალბეთ ცივ წყალში 2-3 საათით.
გარნირის სახით ის იდეალურად გამოგადგებათ.
ხაჭო თაფლით
გადავიდეთ დესერტზე. მშვენიერი ალტერნატივა, რომელსაც პურზე გადაუსმევთ. მზადდება სწრაფად.
დაგჭირდებათ: 300 გ ხაჭი ან ხაჭოს ყველი, 100 გ თაფლი.
მომზადება. ხაჭო ან ყველი მოათავსეთ ბლენდერში, ჩაასხით ყველი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ დაუმატოთ ხილი აბ თხილი.
გამომცხვარი ვაშლი თაფლით
მის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ.
დაგჭირდებათ: 5 დიდი ვაშლი, 1 ს. კ. თაფლი, 3 ს. კ. დაჭყლეტილი ნიგოზი, 1 ს. კ. ქიშმიში, 1/2 ჩ. კ. დარიჩინი, მცენარეული ან ნაღების ზეთი.
მომზადება. ვაშლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ. გაუკეთეთ ჭრილი, ღრმად, დაახლოებით ნახევარ ვაშლამდე და ჩაახით მასში თაფლი. ზევიდან მოათავსეთ დარიჩინი, თხილი და ქიშმიში. გააცხელეთ გაზქურა. მოათავსეთ ვაშლები ზეთწასმულ გაზქურაში. გამოაცხვეთ 15-20 წუთით 180-200°C ტემპერატურაზე.