მოგეხსენებათ, ქათმის ფილესგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. დღეისათვის ამ პროდუქტის გამოყენება ნებისმიერი ვარიაციით არის შესაძლებელი – სალათების, ცომეულის, ფარშის და კიდევ უამრავი სახით. შეგიძლიათ, ის უბრალოდ შეწვათ. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად ჩვენ გასწავლით ერთ პატარა საიდუმლოს, რომლის გამოყენების შედეგად ხორცი გამოდის უჩვეულოდ ნაზი და წვნიანი, ის თითქოს პირში დნება. ხოლო სეზამის მარცვლებისა და სოიოს სოუსის გემო – შესანიშნავი დამატებაა ქათმის ხორცისთვის.
სოიოს სოუსში მომზადებული ხავერდოვანი ქათმის ფილეს რეცეპტი საკმაოდ ორიგინალურია. ის ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთვის და ახლა სიამოვნებით გაგიზიარებთ. პირობას გაძლევთ, რომ ამ კერძის გასინჯვის შემდეგ თქვენ ”ხელოვანი კულინარის” სახელს დაიმკვიდრებთ ყველა იმათ თვალში, ვინც ერთხელ მაინც დააგემოვნებს ერთი შეხედვით მობეზრებული ქათმის ფილეს კერძის შემოთავაზებულ ახალ ვარიანტს.
როგორ მოვამზადოთ ქათმის ფილე გემრიელად?
დღეს მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ ქათმის ფილე სეზამითა და სოიოს სუოსით განსაკუთრებულად გემრიელად. თითებს ჩაიკვნეტთ!
ინგრედიენტები
- სამასი გ ქათმის ფილე
- 80-90 გ სოიოს სოუსი
- ერთი ს. კ. თხევადი თაფლი
- სეზამის მარცვლები გემოვნებით
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
- ზეთი შესაწვავად
მომზადება
1. ქათმის ფილე გარეცხე, შემდეგ კარგად გააშრე ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერი პატარა ნაჭრებად.
2. ფილე გადაიტანე ღრმა თასში. დაამატე მარილი, პილპილი, თხევადი თაფლი და სოიოს სოუსი.
3. ყველაფერი კარგად აურიე, შემდეგ თასს ერთ ფენად გადააკარი საკვები ცელოფანი და შედგი მაცივარში ორმოცი წუთით.
4. ამ დროის გასვლის შემდეგ თასი გამოიღე მაცივრიდან, მოაცალე მას ცელოფანი და სოუსთან ერთად ფილე მოათავსე ზეთიან ტაფაში. შეწვი საშუალო ცეცხლზე.
5. როდესაც ქათმის ხორცი კარგად დაიბრაწება, ტაფაში ჩაამატე სეზამის მარცვლები, აურიე და დააფარე სახურავი. გააგრძელე შუშვა, მანამ, სანამ მთელი დარჩენილი სითხე თითქმის მთლიანად არ აორთქლდება.
6. აი, სულ ეს არის! – ქათამი სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით მზად არის! გემრიელად მიირთვით!
კერძი შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად, ძალიან მოუხდება!
ამ რეცეპტის ხიბლი იმაშია, რომ ყველა კომპონენტი ნატურალურია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნებისმიერი ძვირი სოუსის შეძენა უახლოეს მარკეტში, მაგრამ ვინ არის ამ შემთხვევაში დაზღვეული მის შემადგენლობაში კონსერვატებისა და გემოს გამაძლიერებლების არსებობისგან?
ეს კერძი იმდენად არომატული და გემრიელი გამოდის, რომ მხოლოდ ერთ რამეს ინანებთ – რატომ არ მოამზადეთ უფრო დიდი პორცია.
გაუზიარეთ ორიგინალური და საკმაოდ მარტივი რეცეპტი თქვენ მეგობრებს სოცქსელში. ისინი დიდად მადლიერები დაგრჩებიან!