ტესტი: აირჩიე წყვილი და გაიგებ, როგორი ურთიერთობა გაბედნიერებს

ცხოვრების მანძილზე ადამიანს ახასიათებს სიყვარულისადმი დამოკიდებულებების ცვლა. ზოგჯერ ის ჩვენთვის ჰაერივით აუცილებელია, ზოგჯერ კი მას გავურბით, რადგან ზურგსუკან იმედგაცრუება გვაქვს. მოდი, გავერკვეთ ჩვენს თავში, თუ როგორი სასიყვარულო ურთიერთობებია ოპტიმალური ჩვენთვის მოცემულ მომენტში.

ამისთვის შეარჩიე წყვილი, რომელიც, შენი აზრით, სხვებზე ბედნიერად გამოიყურება. ყოველგვარი ანალიზის გარეშე დაემყარე ინტიუციას.

A წყვილი 

შენ შეარჩიე წყვილი, რომელიც ერთმანეთის მიმართ დისტანციურად ზის.

ასეთი შერჩევა ნიშნავს, რომ შენ ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნები, როცა შენი გრძნობები ორმხრივი იქნება. თუ პარტნიორი ეგოისტურად იქცევა და არ გყოფნის მისი ყურადღება, უნდა დაფიქრდე ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე. შენ მიისწრაფვი ბალანსისკენ, სადაც გასცემ და მიიღებ თანაბრად. გარდა ამისა, წყვილში საჭიროა პარტნიორის აზრის დაფასება და საკუთარი სურვილების ღიად გამოხატვა.

B წყვილი 

შენ შეარჩიე წყვილი, რომელიც პლედის ქვეშ არის მოთავსებულები.

ურთიერთობაში წარმატების მიღწევა შეუძლია მხოლოდ მას, ვისი გრძნობებიც ნამდვილად გულწრფელი და მტკიცეა. თუ ადამიანი ღიად გამოხატავს თავის სიყვარულს და ყურადღებას, შენც იგივეთი უნდა უპასუხო მას. შენთან ვერავინ ისთამაშებს ორმაგ თამაშს, ვინაიდან ინტუიციურად იგრძნობ ნებისმიერ სიყალბეს. ეს თვისება დაგეხმარება შეუფერებელი კონტინგენტის გაფილტვრაში.

C წყვილი 

შენ შეარჩიე წყვილი, რომელიც ჩახუტებული ისვენებს დივანზე.

შენ ხარ ფაქიზი სულიერი მდგომარეობის ადამიანი, რის გამოც საკმაოდ მგრძნობიარე ხარ და ძალიან განიცდი მოულოდნელ არეულობებს პირად ცხოვრებაში. ბედნიერებას იპოვო შენ მსგავს ადამიანთან, რომელიც ფრთხილად მოეკიდება შენს გრძნობებს და შენს ცხოვრებაში რომანტიკას შემოიტანს. ამ შემთხვევაში, კავშირი გამოვა მტკიცე და ჰარმონიული.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობებსაც!

Leave a Reply