,,შავი ზეთისხილი”, როგორც მას ვუწოდებთ, ბუნებაში არ არსებობს. ის ჩვეულებრივ მწვანე ფერისაა. აბა მაშინ რა ხდის მას შავს?
იტალიელებს ასეთი ანდაზა აქვთ: ,,იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყო, დღეში 7 ცალი ზეთისხილი უნდა მიირთვა.” მის შავ ვარიანტზე კი გვირჩევენ, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის 7 ცალზე ნაკლები უნდა მივირთვათ.
შავი ზეთისხილი უარყოფითი თვისებები
მწვანე ზეთისხილის დაჟანგვით მიიღება შავი ფერის ზეთისხილი. ეს კი ხდება რკინის გლუკონატის დახმარებით. ეტიკეტზე ის გამოუსახება, როგორც სტაბილიზატორი E579. ეს ნივთიერება ზეთისხილს არბილებს და აძლევს სპეციფიურ გემოს.
მაგრამ შავი ზეთისხილოს გემო საერთოდ არ ჰგავს ბუნებრივს. საქმე იმაშია, რომ ზეთისხილის დაკრეფის შემდეგ, ის უნდა ჩაალბონ მარილიან ხსნარში, სიმწარის მოსაშორებლად. მწიფე ნაყოფისთვის ეს პროცესი 3 თვე გრძელდება, მკვახესთვის კი მინიმუმ 6 თვე.
პროცესის დაჩქარების მიზნით ხდება ნაყოფის ხელოვნური დაბერება. ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს სულ რამდენიმე დღე. ამ სახით მიღებული ზეთისხილი კი დიდხანს ინახება. გარეგნულად მწიფე ნაყოფს ემსგავსება, და ამით მწარმოებლები მოგებაში რჩებიან.
ზეთისხილის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა ესპანეთია. აშშ-ში ასეთ შავ ნაყოფს კალიფორნიულს ეძახიან. იტალიელებმა კი იციან, როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან ნამდვილი და ყალბი.
- როგორც წესი, მწიფე ზეთისხილი უფრო მსხვილია. ძალიან პატარა ნაყოფი ზომითაც პატარაა.
- ჩვეულებრივ, კარგი ზეთისხილი მარილწყალი ჩადებული იყიდება და ასევე ხდება მისი ტრანსპორტირება.
- ძალიან ხშირად მარილხსნარს ლიმონს და საკმაზს ამატებენ.
- უმჯობესია არ შეიძინოთ დაკონსერვებული ქილები.
შავი ზეთისხილის გემო ნატურალურზე ბევრად უარესია. ასევე შავი ზეთისხილი მდიდარია რკინით, ამიტომ მისი ხშირი გამოყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს. დაჟანგულ ზეთისხილში კვებითი ნივთიერებებიც ნაკლებია.
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!