სამზარეულოს ეს 15 ხრიკი დაგეხმარება, რომ პროფესიონალ კულინარზე უკეთ მოამზადო

სამზარეულოში ფუსფუსის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ისეთი ფანდები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საჭმელი დიდხანს და ახალივით შევინახოთ. ეს სტატია სწორედ ასეთ ლაიფჰაკებს ეძღვნება. ქვემოთ ჩამოთვლილი 15 იდეა დაგეხმარებათ იმაში, რომ პატარა და უმნიშვნელო ნივთებიც კი ფუნქციურად გამოიყენოთ. სცადეთ ეს მეთოდები და დაზოგეთ თქვენი რესურსები წარმატებით.

1. კვერცხის ახლად შენახვა

კვერცხი უფრო დიდხანს შეინახება, თუკი მას მცენარეულ ზეთს წაუსვამთ და ისე შედგამთ მაცივარში.

2. კვერცხის სწრაფად გაფცქვნა

არსებობს მოხარშული კვერცხის სწრაფად გაფცქვნის რამდენიმე მეთოდი. აი, მაგალითად: დაარტყით ორი კვერცხი ერთმანეთს, დაამტვრიეთ მათი ნაჭუჭი და შემდეგ ჩააწყეთ ცივ წყალში.

3. ჩაარჭეთ ლიმონის ქერქში კბილის ჩხირი

არ ღირს ლიმონის გადაგდება, თუ მისი მხოლოდ რამდენიმე წვეთი გამოწურეთ. ჩაარჭეთ გახვრეტილ ადგილას კბილის ჩხირი, დააკარით რაიმე ზემოდან და შეინახეთ ხილი მაცივარში.

4. განაახლეთ ძველი ჩიფსები

თუ ჩიფსები დატენიანდა და აღარ ხრაშუნობს, ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას.

  • აიღეთ თეფში, დადეთ მასზე ხელსახოცი ან სამზარეულოს ქაღალდი და დააწყეთ ზედ  ჩიფსები.
  • შეგიძლიათ მათი დაფარვა მეორე ხელსახოცითაც. შედგით თეფში მიკროტალღურ ღუმელში ნახევარი წუთით. მზად არის! ჩიფსები ისევ იხრაშუნებს.

5. გააკეთეთ იდეალური კვერცხი

ამისთვის მხოლოდ ჭურჭლის რგოლი დაგჭირდებათ, რომელიც ტაფაზე უნდა დადოთ და კვერცხი შიგნით ჩაახალოთ. შედეგად, კვერცხი არ დაკარგავს ფორმას, უბრალო, მთავარია რგოლის ამოღება არ დაგავიწყდეთ. შეგიძლიათ ამ მიზნით ხახვის რგოლების გამოყენებაც.

6. მოათავსეთ ბოთლები სწორად

გამოიყენეთ დოკუმენტის შემკვრელი სარჭი ბოთლების ჰორიზონტალურად დაწყობისთვის.

7. დააწყეთ პომიდორი სენდვიჩის ზემოთ

დაჭერით ლორი თხელ ნაჭრებად და დაალაგეთ სწორ ფორმებად, დაადეთ მას პომიდვრის ნაჭრებიც. ამ მეთოდით ის სენდვიჩის შიგთავსიდან არ გასრიალდება.

8. მოამზადეთ გრილზე შემწვარი თევზის დელიკატესი

დააწყეთ თევზის ნაჭრები წარმოსახვით ,,ხალიჩაზე”, რომელიც დაჭრილი ლიმონის რგოლებისგან იქნება აწყობილი. თევზი არ გასრიალდება და ექნება არაჩვეულებრივი ლიმონის არომატი.

9. ცელოფნის სახვევის მარტივად გამოყენება

იმისთვის, რომ არ იწვალოთ ცელოფნის მოხევის დროს, შეინახეთ ის მაცივარში და უფრო მარტივად გამოიყენებთ, როცა კი  დაგჭირდებათ.

10. შეინახეთ სანელებლები მოსახერხებელ კოლოფში

ტიკ ტაკის კოლოფი საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელია, ჩაყარეთ მასში სანელებლები და გადმოყარეთ საჭირო რაოდენობა საჭიროების მიხედვით.

11. გაყინეთ ბეკონის ნაჭერი

თუ ზედმეტად ბევრი ბეკონი გაქვთ და არ გსურთ ისინი გაფუჭდეს, უბრალოდ გაყინეთ. აიღეთ პერგამენტის ქაღალდი და შეახვიეთ მასში ბეკონი, შემდეგ კი შედგით საყინულეში.

12. მწვანილების ახლად შენახვა

გარეცხეთ ეს მწვანე პროდუქტი და გააშრეთ, შემდეგ ჩააწყეთ პლასტიკურ ცელოფანში, რომელიც სავსე იქნება ჰაერით და გაკვანძეთ ის. ეს მეთოდი მწვანე სიხასხასეს დიდხანს შეუნარჩუნებს მწვანილს.

13. დანის გალესვა

თუ არ გაქვთ სპეციალური დანის სალესი, შეგიძლიათ ჩვეულებრივი კერამიკის ჭიქის გამოყენება. დადეთ ის ამოტრიალებული და გაუსვით დანა მის უკანა მხარეს რამდენჯერმე.

რა თქმა უნდა, თუ დანა ძვირია და მაღალხარისხიანი, სჯობს, არ გარისკოთ და სპეციალური სალესი იყიდოთ.

14. ,,მცოცავი” საჭრელი დაფის დაფიქსირება

დადეთ სველი ხელსახოცი დაფის ქვეშ და ის ,,აღარ გაიქცევა.”

15. სწორად გააცხელეთ საკვები მიკროტალღურში

ღუმელში სწორად გაცხელებისთვის, კერძის შედგმამდე, საჭირო პორციისგან გააკეთეთ წრე და თეფშის შუაში დატოვეთ ცარიელი ადგილი.

ბონუსი: საჭრელი დაფის საიდუმლო თვისება

გინახავთ ალბათ, რომ საჭრელ დაფაზე არსებობს მოგრძო ხვრელები. მას, როგორც წესი, ვიყენებთ სახელურად ან სადმე ჩამოკიდების მიზნით. თუმცა ამ ადგილს თურმე სხვა ფუნქციაც აქვს: ეს ხვრელი საშუალებას გაძლევთ სწორად ჩაყაროთ ჭურჭელში დაფაზე დაჭრილი ბოსტნეული, რათა ისინი არ დაგეფანტოთ.

როგორ ფიქრობთ, გამოსადეგია ეს ხრიკები თქვენთვის? კიდევ რაიმეს ხომ არ დაამატებდით ამ სიას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში, სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

Leave a Reply