აი, როგორ მოამზადოთ სამეფო დესერტები ჩვეულებრივ სამზარეულოში

სასიამოვნოა ვიფიქროთ, რომ დესერტების მეშვეობით შეგვიძლია გავახაროთ არამხოლოდ ბავშვები, არამედ საკუთარი თავი და ნებისმიერი ასაკის სტუმარი. ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ტკბილეულის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით ხასიათდება.

მონარქს 3 ფავორიტი დესერტი აქვს, რომელთა მომზადებასაც გასწავლით:

შოკოლადის მუსი

ინგრედიენტები

  • 70 გ რძიანი შოკოლადი
  • 70 გ შავი შოკოლადი
  • 500 მლ ნაღები
  • 20 გ ჟელატინი
  • 30 მლ ვისკი ან კონიაკი

მომზადება

  1. 100 მლ ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე პატარა ქვაბში და გაადნეთ მასში შოკოლადი. სათქვეფელას მეშვეობით მიიყვანეთ ერთგვაროვან მდგომარეობამდე.
  2. ჟელატინს დაასხით თბილი წყალი და აცალეთ მთლიანად გაიხსნას, მუდამ ურიეთ. ვისკისთან ერთად დაამატეთ ის შოკოლადის მასას.
  3. ნაღები რომელიც დაგრჩათ, ათქვიფეთ და შეუერთეთ შოკოლადის მასას. გადაანაწილეთ ჭურჭლებში თანაბრად და გააცივეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ კაკაო, გახეხილი შოკოლადი ან კენკრა.

ფსტას ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 100 გ ფსტა
  • 200 გ შავი შოკოლადი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 1 ს.კ. ნაღები
  • 65 გ შაქრის პუდრა
  • 35 გ ლიმნის ცედრა
  • 45 გ ხმელი ალუბალი
  • 25 გ ნუში
  • 15 გ ხორბლის ფქვილი

მომზადება

  1. კარაქი შაქართან წვენსაწურში გაადნეთ. დაუმატეთ ნაღები, მარილი, ლიმნის ცედრა, ნუში, ალუბალი, ფსტა და ფქვილი. საგულდაგულოდ აურიეთ.
  2. გაზქურის ლანგარს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზევიდან წასუსვით ნაღების კარაქი. ჩაის კოვზით მოათავსეთ თხილის და კარაქის მასა პროპორციით: 1 კოვზი = 1 ორცხობილა.
  3. გამოაცხვეთ 15 წუთით 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში.
  4. შოკოლადი გაადნეთ და წაუსვით მზა ორცხობილას ქვედა მხარეს. დესერტი მიირთვით მაშინ, როცა ბოლომდე გაცივდება.

სკოუნები

ინგრედიენტები

  • 500 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 400 მლ ნაღები
  • 65 გ შაქრის პუდრა
  • 150 გ ნაღების კარაქი
  • 2 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. მარილი, შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ დარბილებულ ნაღების კარაქთან.
  2. კვერცხი ნაღებთან აღქვიფეთ ბლენდერით, შემდეგ შეუერთეთ ფქვილს და გამოიყვანეთ ფხვიერი ცომი. გააბრტყელეთ და დაჭერით 8 ნაწილად.
  3. გამოაცხვეთ პერგამენტის ქაღალდზე 200 გრადუს ტემპერატურაზე 35 წუთით. მიირთვით მთლიანად ცივი. მოაყარეთ შაქრის პუდრა ან შოკოლადის ფხვნილი.

მოკლედ, სამეფო დესერტებს ჩვეულებრივ სამზარეულოში უპრობლემოდ მოამზადებთ!

Leave a Reply