ბავშვობის სურნელი ახლაც მახსოვს. ეს ნამდვილად ბებიას გამომცხვარი “შარლოტაა”

როგორც კი გესმის სიტყვა ,,შარლოტკა”, მაშინვე მისი გემო და არომატი გახსენდება. ბევრს ბავშვობის ასოციაციები ახსენდება, როცა ბებიას სტუმრობდა და ისევ გრძნობს ღუმელიდან ახლად გამოღებული ნამცხვრის სუნს.

დღეს ჩვენ გემრიელი შარლოტკას განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მზადდება ღუმელში. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად არის, თუმცა განსხვავება მაინც არის გარკვეულ ნიუანსებში.

როგორ გამოვაცხოთ შარლოტკა

ინგრედიენტები

  • 150 გ ვაშლი
  • 150 გ ქლიავი
  • 200 გ შაქარი
  • 180 გ ფქვილი
  • ხუთი ცალი კვერცხი
  • ერთი პაკეტი გამაფხვიერებელი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • კარაქი საცხობ ფორმაზე წასასმელად

მომზადება

1. პირველ რიგში დავიწყოთ ვაშლით: კარგად გარეცხეთ ის და დაჭერით პატარა კუბებად ან ფირფიტებად. შეგიძლიათ ვაშლს გემოვნებით დაამატოთ ცოტა დარიჩინი.

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფე კვერცხი შაქართან ერთად, სანამ სქელი ქაფი წარმოიქმნება. ნარევს მუდმივად ურიე და თან დაამატე წინასწარ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი, კორძების გარეშე.

3. ახლა გარეცხე ქლიავი და დაჭერი.

4. საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი. ერთ ფენად დაალაგე ვაშლი, შემდეგ მას დააფარე ცომის თხელი ფენა. ცომის ამ ფენაზე ზემოდან დაალაგე დარჩენილი ვაშლი და ქლიავი. შემდეგ კვლავ დაასხი ცომი.

5. ახლა შედგი შარლოტკა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. მზა შარლოტკა მორთე შენი გემოვნების მიხედვით. სხვათაშორის, მას ძალიან უხდება ზემოდან მოყრილი გახეხილი შოკოლადი, მართლაც უგემრიელესი გამოდის.

ახლა შენ უკვე იცი, როგორ მოამზადო შარლოტკა იმისთვის, რომ ის გამოვიდეს ნაზი, მსუბუქი და ჰაეროვანი. მასში ხილის დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, ნამცხვრის გემო უბრალოდ შესანიშნავია. რა რაოდენობაც არ უნდა გამოაცხო, ერთი ნამცეციც კი არ დაგრჩება, ყველა აღტაცებაში მოვა ამ არაჩვეულებრივი ნუგბარის გასინჯვის შემდეგ.

სცადე შენც და გაახარე შენი ოჯახის წევრები და სტუმრები! გაუზიარე ეს გემრიელი რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

Leave a Reply