თუ მარციპანი გიყვარს, ეს დესერტი შენთვისაა. დღეს ჩვენ გასწავლით გემრიელი ნამცხვრის მომზადებას, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. შეგიძლია გააოცო შენი ოჯახის წევრები. მოამზადე ყავა ან ჩაი და დატკბი!

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა გაფცქვნილი ნუში
  • 170 გ კრეკერები
  • 395 გ შედედებული რძე
  • ¼ ჭიქა შაქარი
  • ¼ ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 2 ს. კ. შაქრის პუდრა (მოსართავად)

მომზადება

ნაბიჯი 1

  • დაფქვი ნუში ბოლომდე. უნდა მიიღო პასტისებური მასა.
  • დატოვე ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე.

ნაბიჯი 2

  • ახლა დაფქვი კრეკერები.
  • მოათავსე შუშის კონტეინერში.

ნაბიჯი 3

  • ჩაყარე დაფქული კრეკერები დიდ თასში და შემდეგ დაამატე ნუშის პასტა და შედედებული რძე.

ნაბიჯი 4

  • შეურიე სამივე ინგრედიენტი ერთმანეთს – კოვზით ან ხელით. უნდა მიიღო სქელი და გლუვი მასა.
  • გამოწურე ფორთოხლისგან წვენი (დაახლოებით 1/4 ჭიქა). ჩაყარე წვენში შაქარი და ათქვიფე ბლენდერის დახმარებით.

ნაბიჯი 5

  • დაამატე ცოტ-ცოტა სითხე ცომს. შემდეგ შეურიე ხის ან სილიკონის კოვზით. მიიღე ერთიანი მასა.

ნაბიჯი 6

  • შედგი მასა მაცივარში მინიმუმ 4 საათით. გამოცხობა საჭირო არ არის, თუმცა ნამცხვრის შენახვა ყოველთვის მაცივარში სჯობს.
  • მიირთვი გემრიელად!
  • ეს ნამცხვარი მაცივარში 5 დღის განმავლობაში ინახება!

მოამზადე სიამოვნებით და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!