ისპანახი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია ორგანიზმისთვის. ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ისპანახს არ აქვს მკვეთრად გამოხატული გემო, ამიტომ უმჯობესია სხვა პროდუქტთან ერთად მოამზადოთ. იდეალური ვარიანტი არის ნაღების სოუსი ისპანახით.

ასეთი კერძი ძალიან უხდება თევზს და ხორცს,.ასევე მაკარონს.

ინგრედიენტები

  • 200 გ ისპანახი
  • 150 გ ნაღები
  • 2 ს. კ. კარაქი
  • ერთი მწიკვი მუსკატის კაკალი
  • ერთი მწიკვი შავი დაფქული პილპილი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ისპანახი გარეცხე და დაჭერი. დიდ ქვაბში აადუღე წყალი და დაამატე მარილი.
  2. ისპანახი ჩადე მდუღარე წყალში არაუმეტეს 2 წუთისა.
  3. გადაწურე და ისპანახს მოავლე ყინულიანი წყალი. შემდეგ გაწურე.
  4. გადაიტანე ისპანახი ბლენდერში, დაამატე ნაღები და ათქვიფე. შემდეგ მოათავსე ქვაბში და დადგი დაბალ ცეცხლზე.
  5. დაამატე კარაქი, მარილი და პილპილი. შეგიძლია მუსკატის კაკალიც.
  6. სოუსი ხარშე, სანამ გასქელებას არ დაიწყებს. სუფრასთან მიიტანე ცხელი სახით.

უფრო გაჯერებული ნაღების გემოს მისაცემად, სოუსს ჩაამატე გახეხილი ყველი. სცადე ამ კერძის ერთხელ მომზადება და ეს კვლავ და კვლავ მოგინდება.

გაუზიარე ეს რეცეპტი შენს მეგობრებსაც!