შეურიე ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ათქვიფე მიქსერით 30 წამი.

სეზამი სასარგებლო მარცვლოვანია. მასში დიდი რაოდენობით ვიტამინი, მინერალი და ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავებია… ბევრი ანტიოქსიდანტის შემცველობის წყალობით სეზამს შეუძლია სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევა. ის ასევე ებრძვის კიბოს. კულინარიული თვალსაზრისით კი, სეზამი სასარგებლოც არის და გემრიელიც.

ინგრედიენტები

  • 70 გ ფქვილი
  • 60 გ კარაქი
  • 120 გ შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • 160 გ სეზამი
  • ნახევარი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიე ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

2. დარბილებულ კარაქს შეურიე შაქარი, ჩაამატე კვერცხი, შაქარი, ლიმონის წვენი. და ათქვიფე მიქსერით 30 წამი.

3. შემდეგ მიქსერი გადართე დაბალ სიჩქარეზე და თანდათან დაამატე ფქვილი და სეზამი.

4. 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგი პერგამენტიანი საცხობი, რომელზეც მოთავსებულია პატარა ორცხობილები – ერთმანეთისგან 3-4 სმ-თი დაშორებით.

5. გამოაცხე 8-15 წუთით. ყურადღება მიაქციე, რომ არ დაიწვას.

ამ დესერტის გასინჯვის შემდეგ დარწმუნდები, რომ სასარგებლო საკვებიც არის ხოლმე გემრიელი. გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

Leave a Reply