მათი მთავარი იარაღი გონებაა. მაგრამ ასევე გამორჩეულია მათი სამოსი! ამ სტილის შექმნაზე მოდის ოსტატები საკმაოდ ბევრ დროს ხარჯავენ.
ამ სტატიაში გაეცნობით რამდენიმე ძირითად პრინციპს, რაც დაგეხმარებათ თანამედროვე ქალბატონის გარდერობის არჩევაში.
საქმიანი ქალის სტილი
XXI საუკუნის დასაწყისში დასავლეთის ქვეყნებში ახალი სტილი გამოჩნდა. ამ სტილს ისიც კი მისდევს, ვინც მოდისგან დაიღალა. ეს მდიდრულ ვიზუალს ქმნის, თანაც ცნობილი ბრენდებისა და ძვირადღირებული სამკაულების გამოყენების გარეშეც. ის თან მრავალმხრივია, თან ყოველდღიური.
თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ ზოგიერთი ნიუანსის შესახებ იმისთვის, რომ რაიმე შემთხვევითობამ არ გაგიფუჭოთ თქვენი სრულყოფილი იმიჯი.
ბრენდულობა ბრენდის გარეშე
წარმატებული ქალები არ მისდევენ Gucci- ს ახალ კოლექციას! უფრო მეტიც, ისინი არ ყიდულობენ ტანსაცმელს ბრენდების მაღაზიებში. მაქსიმუმი, რაც თანამედროვე ქალბატონს შეუძლია, არის გამორჩეული ელემენტების გამოყენება.
რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა
წარმატებული ქალი ყოველდღე არ ატარებს სამკაულებს. იგი მათ ან სადღესასწაულოდ იკეთებს, ან ფუნქციურად. მათ იციან, რომ ზოგჯერ მაღალი ხარისხის სამკაულები ბევრად უკეთესია ვიდრე ვიტრინაში მყოფი ძვირფასი ლითონები.
ხარისხი უპირველეს ყოვლისა
ნამდვილი ქალბატონი არ დაუშვებს საეჭვო ხარისხის ტანსაცმლის მის გარდერობში მოხვედრას. და რატომ? რადგან ისინი მალე ცვდება და თქვენ კიდევ უფრო მეტი თანხის დახარჯვა მოგიწევთ ახალი ნივთების შესაძენად.
ამ სამი პუნქტის გარდა, არსებობს სხვა წვრილმანებიც. მთავარია გახსოვდეთ, რომ ეშმაკი დეტალებშია. მაგალითად, წარმატებულ ქალებს არ აცვიათ ნათელი მკვეთრი ფერის ტანსაცმელი. პირიქით, ისინი უპირატესობას ანიჭებენ თავშეკავებულ ტონებსა და მონოქრომატულ ფერებს. ანუ მინიმალიზმს.
მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ წარმატებული ქალის იმიჯი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ მის შექმნას თითქოს სამი წუთი დასჭირდა. მაგრამ, ამავე დროს, ყველა ტანსაცმელი იდეალურად უნდა იყოს მორგებული და არ გამოიყურებოდეს ძალიან თვალშისაცემად.
ბიზნესის სტილის მთავარი განმასხვავებელი არის გემოვნებიანი ფერებისა და აქსესუარების დიდი არჩევანი, ასევე სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების კომბინაცია. ეს მოკლე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ შექმნათ ელეგანტური სახე ყველა შემთხვევაში! შეინახეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!