გაციებული ხაჭოს ბურთულები მიირთვით ჩაისთან ან კაკაოსთან ერთად. აი, ასეთი სასარგებლო ნუგბარი შეგიცვლით ნაყიდ ტკბილეულს.

ბევრ ბავშვს არ უყვარს ხაჭო, ისევე როგორც ბოსტნეული და ფაფები. ამიტომ მშობლებს ხშირად უწევთ ხაჭოს ალტერნატიული დესერტების მომზადება. ძნელი დასაჯერებელია, რომ მარკეტების მინანქრიანი მოჭიქული ყველი ნამდვილი ხაჭოსგან არის მომზადებული, მით უფრო, რომ მისი შენახვის ვადა თითქმის ნახევარი წელია.

სახლში მომზადებული ხაჭოს დესერტები კი ძალიან სასარგებლო რამ არის, მით უმეტეს, თუკი მათ იმავე დღეს მიირთმევენ. ჩვენ დღეს გთავაზობთ ხაჭოს შოკოლადიანი ბურთულების დესერტს.

ინგრედიენტები

  • 200 გ ხაჭო
  • 50 გ შავი შოკოლადი
  • 200 გ ორცხობილა
  • 150 გ შაქარი

მომზადება

1. ორცხობილა დააქუცმაცეთ ბლენდერის ჭურჭელში, ცხიმიანი ხაჭო კი შეურიეთ შაქარს და ჩაყარეთ ნარევში დაფხვნილი ორცხობილა. მოზილეთ ელასტიური ცომი.

2. ცომი არ უნდა გეწებებოდეთ ხელებზე, ამიტომ ორცხობილის რაოდენობა დაარეგულირეთ. ჩაის კოვზის დახმარებით მოამრგვალეთ ცომისგან ბურთები.

3. შავი შოკოლადი გახეხეთ წვრილ სახეხზე, მასში ამოავლეთ ხაჭოს თითოეული ბურთულა. ნუგბარი დაალაგეთ ბრტყელ თეფშზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 15 წუთით.

გაციებული ხაჭოს ბურთულები მიირთვით ჩაისთან ან კაკაოსთან ერთად. აი, ასეთი სასარგებლო ნუგბარი შეგიცვლით ნაყიდ ტკბილეულს. სხვათაშორის, ხაჭოს შეგიძლიათ დაამატოთ ქოქოსის ფანტელი, ჩირი ან დაჭრილი ნიგოზი. ამ კანფეტების მომზადებაში ჩართეთ ბავშვებიც, ისინი ძალიან იხალისებენ ამ პროცესით და დესერტსაც უფრო გემრიელად მიირთმევენ.

გაუზიარეთ ეს გემრიელი და ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply