კულინარულ გამომგონებლობას საზღვარი არ აქვს. ჩვეულებრივი და მარტივი პროდუქტებისგან უამრავი შედევრის მომზადება შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი არის ქათმის რულეტი ყველითა და მჟავე კიტრით. კერძი საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება, თან ხელმისაწვდომია და იაფი მოსამზადებელი.
ყველის წყალობით ეს კერძი გამოდის ძალიან არომატული, ბოსტნეული კი მას ხდის წვნიანს. მაშ ასე, მოამზადეთ და თავად მორწმუნდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ.
ინგრედიენტები
- 3 ცალი ქათმის ფილე
- 870 გ კიტრის მარინადი
- 250 გ მოცარელა
- 400 გ სტაფილო
- 2 ს. კ. საკმაზი ქათმისთვის
- 2 ს. კ. კეტჩუპი
- 50 გ მაგარი ყველი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. დაჭერით ხორცი პატარა ზომის ნაჭრებად, დაბეგვეთ ის მსუბუქად. მოაყარეთ მარილი და საკმაზი, ჩაალაგეთ ღრმა და მოგრძო ფორმაში ისე, რომ ფილემ მისი გვერდებიც დაფაროს.
2. ხორცზე დაალაგეთ მთლიანი კიტრი, ზემოდან კი დადეთ კვლავ ფილე. მოცარელა დაჭერით თხელ ფირფიტებად და გადაანაწილეთ ხორცის ზედაპირზე.
3. სტაფილო სქელ ფენად დაალაგეთ ყველზე და გადმოაფინეთ ხორცის ნაწილები შიგნით. შედგით თასი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის მანძილზე.
4. დასრულებამდე 5 წუთით ადრე რულეტი გამოიღეთ ღუმელიდან, ზემოდან კვლავ დაადეთ ყველის ფირფიტები და მოასხით კეტჩუპი. შეაბრუნეთ კვლავ ღუმელში და გამოაცხეთ 5 ან 10 წუთის განმავლობაში.
ქათმის ფილეს მზა რულეტი უნდა მიირთვათ თბილი სახით. თუ კერძს ვერ მოერევით და მოგრჩებათ, მეორე დილისთვის მისგან შესანიშნავი ბუტერბროდები გამოვა. ეს კულინარული ნამუშევარი ძალიან კარგად გამოიყურება როგორც სადღესასწაულო სუფრაზე, ისე ყოველდღიური რაციონისთვის. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები!
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!