ეცადეთ მოამზადოთ ეს ერთხელ მაინც და აღნიშნული ნუგბარი თქვენი სუფრის მუდმივი სტუმარი გახდება.

ყველასთვის გემრიელი და ამასთან სასარგებლო ჟოლოს მურაბა, ისევე როგორც სხვა კენკროვანი მურაბები, შესაძლოა იქცეს უჩვეულო და ნაზ ათქვეფილ დესერტად. თანაც ეს ხდება ისე, რომ ვერავინ იგებს, რისგანაა დამზადებული.

მოსამზადებლად გამოდგება გაყინული ან ახალი კენკრა, შაქარი აიღეთ თქვენი გემოვნების მიხედვით. ყურადღებით დააკვირდით მომზადებისთვის საჭირო ჟელატინის ინსტრუქციას.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ნებისმიერი კენკრა
  • 150 გ შაქარი
  • ნახევარი ჩ. კ. ლიმონმჟავა
  • 5 ცალი ჟელატინის ფირფიტა

მომზადება

1. კენკრას დააყარეთ შაქარი და დაამატეთ ლიმონის მჟავა (შეგიძლიათ შეცვალოთ ნატურალური ლიმონის წვენით).

2. დადგით შაქარმოყრილი კენკრა დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე და მუდმივად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და ჩაჭყლიტეთ პიურეს სახით.

3. მიიყვანეთ პიურე ადუღებამდე, პარალელურად კი ჟელატინი ჩაალბეთ ცივ წყალში 5 წუთით, გაწურეთ ის და დაამატეთ კენკრის ცხელ პიურეში. კარგად აურიეთ და დატოვეთ 5 წუთის განმავლობაში.

4. მასა ათქვიფეთ მიქსერით მაქსიმალურ სიჩქარეზე 10 წუთის განმავლობაში. უმჯობესი იქნება, თუ გამოიყენებთ სტაციონარულ მიქსერს, თუმცა გამოდგება ხელისაც.

5. ცხელი დესერტი გადაანაწილეთ სუფთა მშრალ ქილებში. მოხუფეთ და შეინახეთ ცივ ადგილას.

ათქვეფის დროს კენკრის პიურე მოცულობაში ძალიან იმატებს. დესერტის მზაობის შემოწმება მარტივია – თუ ის კოვზიდან არ წვეთავს, ესე იგი, მეტი ათქვეფა აღარ სჭირდება. ეცადეთ მოამზადოთ ეს ერთხელ მაინც და აღნიშნული ნუგბარი თქვენი სუფრის მუდმივი სტუმარი გახდება.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply