მოხარშეთ 4 კვერცხი. ცომზე ზემოდან დააფინეთ პერგამენტის ფურცელი. ლორი დაჭერით ზოლებად.

სადღესასწაულო სუფრის ერთ-ერთი ორიგინალური კერძია კვერცხის ტარტი ყველითა და ლორით. ის ეფექტურად და ლამაზად გამოიყურება, გარდა ამისა, ძალიან გემრიელია. ფუძისთვის გამოიყენება ტრადიციული ფხვიერი ცომი, ხოლო ზემოდან მოსასხმელი მზადდება ნაღებისა და კვერცხისგან.

დღევანდელ რეცეპტში დამატებულია მაგარი ყველი, ლორი და ხახვი და ეს ყველაფერი კერძის საგემოვნო პალიტრას საკმაოდ ამდიდრებს.

ინგრედიენტები

  • 250 გ ფქვილი
  • 8 ცალი კვერცხი
  • 200 გ ლორი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • 120 გ კარაქი
  • 400 გ ნაღები
  • ერთი ცალი ხახვი
  • 2 ს. კ. წყალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაცერით ფქვილი ჯამში, შემდეგ დაამატეთ დარბილებული და დაჭრილი კარაქი. ყველაფერი კარგად აურიეთ. დაამატეთ კვერცხი, წყალი და მარილი. მოზილეთ დრეკადი ცომი, გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით საყინულეში 30 წუთით.
  2. მოხარშეთ 4 კვერცხი, გაფცქვენით. მზა ცომი გააბრტყელეთ თქვენი ფორმის დიამეტრის მიხედვით, ჩადეთ ცხიმმოსმულ ფორმაში ცომი და გაბრტყელებისას გაუკეთეთ ნაპირები.
  3. ცომზე ზემოდან დააფინეთ პერგამენტის ფურცელი და წონისთვის მოაყარეთ ფორმას ოსპი ან ლობიო. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით.
  4. ლორი დაჭერით ზოლებად, შეურიეთ ნაღებს, 3 ათქვეფილ კვერცხს, დაჭრილ ხახვს და მსხვილად გახეხილ ყველს. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
  5. მიღებული ნარევი დაასხით გამომცხვარ ფირფიტას, თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე. მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ გულით მაღლა. კვერცხებს შორის დაალაგეთ მწვანე ხახვის ღეროები.
  6. გამოაცხეთ ტარტი 20 წუთით 180 გრადუსზე.

მომზადების შემდეგ ტარტი უნდა გაცივდეს. ნოყიერი კერძი თქვენი სუფრის მშვენება გახდება. გთავაზობთ ვიდეოს, სადაც საფეხურებრივად ნახავთ ტარტის მომზადების პროცესს. გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply