შესაძლოა გსმენიათ, რომ თმის შესაკვრელი რეზინის მაჯაზე გაკეთება და ასე სიარული ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიგიქცევიათ ამ ფაქტისთვის. ექიმების დაკვირვებით, დადგინდა, რომ საქმე ბევრად უფრო რთულად არის და ეს არ წარმოადგენს მათ მოგონილ საშიშ ისტორიას. საჭიროა საკითხს სერიოზულად მივუდგეთ.
ჩვენ დღეს გეტყვით, რატომ არ უნდა გაიკეთოთ მაჯაზე თმის სამაგრი დიდი ხნის განმავლობაში.
1. იწვევს სისხლის მიმოქცევის პრობლემებს
როცა რეზინი მაჯაზე გვიკეთია, ვიწროვდება სისხლძარღვები და ეს ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას სხეულში. შედეგად, შესაძლოა განვითარდეს ხელის მტევნის მილის სინდრომი, რაც იწვევს ხანგრძლივ ტკივილს და თითების გაშეშება/გაბუჟებას.
2. შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია
ამერიკის მოქალაქე ოდრი კოპის თქმით, მაჯაზე რეზინის სამაგრის მუდმივმა კეთებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ მიდამოს ამობურცულობა. ექიმმა მას მკურნალობის მიზნით ანტიბიოტიკებიც დაუნიშნა, რამაც შედეგი არ გამოიღო და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
აღმოჩნდა, რომ თმის სამაგრის მუდმივად ტარება, ხახუნის შედეგად, აზიანებს კანს და იწვევს შეკუმშვას. ელასტიკურ ლენტზე არსებული ბაქტერიები აღწევს შეწითლებულ კანში და აინფიცირებს მას.
3. ვიზუალურად არ არის ლამაზი
ესეც მშვენიერი მიზეზია, რადგან არანაირ მოდასა და სტილში არ ჯდება მაჯაზე გაკეთებული ფერადი რეზინი. უმჯობესი იქნება ელეგანტური სამაჯურის ან საათის ტარება, რათა უკეთ გამოიყურებოდეთ.
ბონუსი: თმის რეზინის პრაქტიკულად შენახვა
როგორც წესი, ქალები იმიტომ ატარებენ თმის რეზინს მაჯით, რომ ისინი არ დაკარგონ. ეს ხერხი კი მოგეხმარებათ რეზინების ორგანიზებაში. უბრალოდ აიღეთ კარაბინერი ლითონის რგოლი ზამბარიანი ან სპეციალური ჩამკეტი მოწყობილობით და ჩამოაცვით მასზე თმის სამაგრები. ასე შეგიძლიათ ყველგან ატაროთ ისინი.
თქვენ თუ გაგიკეთებიათ თმის რეზინი მაჯაზე და თუ შეგქმნიათ პრობლემები? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!