აი, რა მოუვა თქვენს სხეულს, თუ უფრო მეტი ისპანახის ჭამას დაიწყებთ

ისპანახი ერთ-ერთ გამორჩეულ სუპერსაჭმელადაა მიჩნეული, რადგან მასში დიდი რაოდენობით რკინაა. თუმცა ეს მისი ერთადერთი დადებითი თვისება არ არის, ის ორგანიზმს კიდევ ბევრნაირად აძლიერებს – დაწყებული კანის გაუმჯობესებიდან, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებით დამთავრებული.

იმედი გვაქვს, გიყვართ ეს პროდუქტი, რადგან მისი მიღება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გთავაზობთ ისპანახის სასარგებლო უნარებს.

ძვლებისა და კუნთების გაძლიერება

ისპანახი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, მანგანუმი და ვიტამინი C. მაგნიუმი აძლიერებს კუნთებს და ნერვებს, აჩქარებს მეტაბლიზმს და გვმატებს ენერგიას. ისპანახი ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციასაც. მისი მსგავსი ტიპის პროდუქტებია კეილი, ბრიუსელის კომბოსტო, პომიდორი, გოგრა და წითელი წიწაკა.

მხედველობის გაუმჯობესება

ლუტეინი და ზეაქსანტინი თვალებისთვის აუცილებელი ელემენტებია. ისინი ამცირებენ თვალთა დაავადების განვითარების რისკს. ორივე მათგანი ისპანახის შემადგენლობაშია. ის, ვინც ისპანახს ხშირად მიირთმევს, დაბალი შანსი აქვს, განუვითარდეს კატარაქტა და მხედველობის დაქვეითება.

სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესება

ისპანახი დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავს, ეს უკანასნკელი კი არეგულირებს სისხლის წნევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თუმცა გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი საკვები ვერ ანაცვლებს მედიკამენტებს. სისხლის მაღალი წნევა საშიში მდგომარეობაა და თუ გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თმა და კანი ხდება უფრო ჯანსაღი და ლამაზი

ისპანახი ვიტამინი A-ს წყაროა. ის ძალიან მნიშვნელოვანია კანის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. თუ სილამაზი პროდუქტებზე შეამჩნევთ სიტყვა ,,რეტინოლს”, ის A ვიტამინის მეორენაირი სახელწოდებაა.

ვიტამინი კანს და მის უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან. ამ ვიტამინი უკმარისობა კი იწვევს თმის ცვენას და კანის გამოშრობას.

უმჯობესდება საჭმლის მონელება

ისპანახი ხელს უშლის შეკრულობის განვითარებას. პროდუქტი მოხარშულიც სასარგებლოა და უმიც. შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სახით:

  • დაამატეთ ახალი ბოსტნეულის სალათაში
  • დაამატეთ სმუზებში
  • გააკეთეთ ისპანახის სოუსი პასტისთვის
  • მოამზადეთ ისპანახის ღვეზელი

ისპანახი არის უამრავი სასარგებლო თვისებით სავსე პროდუქტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ განგრძობითი ფიზიკური პრობლემების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

თქვენ თუ გიყვართ ისპანახი? როგორი სახით ამზადებთ მას? გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი რეცეპტი კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

Leave a Reply