როგორც წესი, ყველას ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რათა სახე სათანადოდ გავიწმინდოთ. თუმცა, რაც არ უნდა დაღლილები ვიყოთ, დასაძინებლად დაწოლა იქამდე არ ღირს, სანამ სახეს არ გავისუფთავებთ. ეს ისევ და ისევ ჩვენი კანისთვის იქნება კარგი.
სახის გაუსუფთავებლობის შედეგები
მაკიაჟის ჩამობანვის გარეშე დაძინება იწვევს ფორების ჩაკეტვას და დაბინძურებას. გარდა ამისა, სისუფთავის არდაცვის შემთხვევაში ღამით ირღვევა კანის რეგენერაციის პროცესი.
ამიტომ ჩვენ სულ უნდა ვიცოდეთ როგორ გავიწმინდოთ სახე სწორად. დღეს გეტყვით შესაბამის წესებს, რათა თქვენმა კანმა თავისი სილამაზე არ დაკარგოს.
სახის წმენდის რეკომენდაციები
ეს პროცესი დიდ დროს არ წაგართმევთ, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 15 წუთი.
ნაზად გაიწმინდეთ სახე, შეარჩიეთ სათანადო პროდუქტი. აუცილებლად გაითვალისწინეთ კანის ტიპი, სანამ საწმენდ საშუალებას იყიდით.
დასაბანი პროდუქტის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი უპირატესობას საპონს ანიჭებს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ საპონი აშრობს კანს. ამიტომ სჯობს იყიდოთ მიცერალური წყალი ან სახისთვის განკუთვნილი ბუნებრივი საპონი. შეგიძლიათ სწორი პროდუქტის შერჩევისთვის დერმატოლოგთანაც გაიაროთ კონსულტაცია.
დაიბანეთ სახე თბილი წყლით, ეს ტემპერატურა სახეზე უფრო რბილად მოქმედებს.
რაც მთავარია, პროცედურის დაწყებამდე იქონიეთ პირსახოცი, რომელსაც მხოლოდ სახისთვის იყენებთ. ასე თავიდან აიცილებთ ხელების ჭუჭყის გავრცელებას სახეზე, ვინაიდან სახე ბევრად ფაქიზია. ან შეგიძლიათ ყოველი დაბანის შემდეგ სახე ნაზად შეიმშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.
გაითვალისწინეთ, რომ სახის კანისთვის მნიშვნელოვანია მკვებავი კრემის სწორად შერჩევა. მზეზე გასვლის წინ კი აუცილებლად დაგჭირდებათ მზისგან დამცავი კრემი.
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!