მოვამზადოთ გასაოცარი პურის ბურახი: წლებით გამოცდილი რეცეპტი

ეს არის ძალიან გემრიელი, ნატურალური და წლებთან ერთად გამოცდილი ბურახი, რომელიც მოგიკლავთ წყურვილს ზაფხულის ცხელ დღეებში და გაგამხნევებთ. გაახარეთ ახლობლები ამ შესანიშნავი სასმელით!

ინგრედიენტები

  • 2 ცალი (800 გ) ბოროდინოს პური
  • 2 ს. კ. თადლი
  • 400 გ შაქარი
  • 2 ჩ. კ. მშრალი საფუარი
  • 50 გ ქიშმიში
  • 10 ლ წყალი

მომზადება

  1. ბოროდინოს შავი პურები დაჭერით თხლად.
  2. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
  3. პურის ნაჭრები დაალაგეთ საცხობზე და შედგით ღუმელში, მსუბუქ შეწვამდე.
  4. 2 ს. კ. თაფლი ცალკე გახსენით ცოტა თბილ წყალში.
  5. 2 ჩ. კ. მშრალი საფუარი მოათავსეთ პატარა ღრმა ჭურჭელში, დაასხით თაფლიანი სეროფი და კარგად აურიეთ, სრულ გახსნამდე.
  6. შემწვარი პური გამოიღეთ ღუმელიდან, გააციეთ, ჩაალაგეთ ღრმა თასში და მანდვე მოაყარეთ 400 გ შაქარი, დაამატეთ თაფლისა და საფუარის მასა, ქიშმიში და დაამატეთ წყალი.
  7. ჭურჭელს დააფარეთ ბინტი და გაიტანეთ აივანზე.
  8. ბურახი დატოვეთ აივანზე 2 დღე-ღამე, სჯობს დღე მზეზე იდოს. თუ ცივა, უმჯობესია, ის მოათავსოთ შენობაში.
  9. ამ დროის გასვლის შემდეგ, ზედა ფენიდან აიღეთ პურის ნაჭრები და გადაიტანეთ ლიტრიან შუშის ქილაში. მჭიდროდ დაახურეთ და შედგით მაცივარში. ეს ,,ხაში” გამოგადგებათ ბურახის შემდეგი პორციის მომზადებისთვის, საფუარის გამოყენების გარეშე.
  10. ბურახი გადაწურეთ რამდენიმე ფენა მარლაში, ჩაასხით შესაბამის ხუფიან ჭურჭელში და შედგით მაცივარში. გემრიელად მიირთვი!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply