აი, რა პრობლემაზე მიანიშნებს, თუ დღეში 10 საათზე მეტი გძინავთ

თუ ამჩნევთ, რომ 9 საათზე მეტი ძილი გჭირდებათ, რათა თავი დასვენებულად იგრძნოთ, ეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემის მაუწყებელი იყოს. მით უმეტეს, თუ შეუსაბამო ადგილებში და დროში გეძინებათ. ძალიან მნიშვნელოვანია მეტისმეტი ძილის მოთხოვნილების მიზეზის დადგენა, ამ პრობლემის იგნორირება არ გამოვა.

ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას მეტისმეტი ძილის მიზეზებზე და ზედმეტი დაღლილობის განცდაზე, რაც 10-12 საათიანი ძილის შემდეგაც გრძელდება. გახსოვდეთ, ეს არ ნიშნავს ,,კარგ ძილს.”

გახსოვდეთ, რომ ამ სტატიას მხოლოდ ინფორმაციული მიზანი აქვს. პროფესიონალური რჩევისთვის მიმართეთ ექიმს!

შესაძლოა ჰიპერსომნიით იტანჯებოდეთ

ინსომნიის საპირისპირო ცნება არის ჰიპერსომნია, კონდიცია, რომლის დროსაც ადამიანს ხანგრძლივი ძილის სურვილი აქვს დღისა და ღამის განმავლობაში. ამ დროს ძილიანობა შეინიშნება საჭესთან ჯდომისასაც ან მუშაობისას. რეკომენდირებულზე დიდხანს ძილის შემდეგაც კი ადამიანი განიცდის გამოფიტულობას და დაღლილობას.

შესაძლოა დეპრესია გქონდეთ

ზოგი მოზრდილი ინსომნიას განიცდის, როგორც დეპრესიის ერთ-ერთ სიმპტომს, ნაწილი კი, მათ შორის, ბავშვები და მოზარდები, მეტისმეტი ძილის მოთხოვნილებას. ამ დროს აუცილებელია ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია.

ამის მიზეზი შესაძლოა გული იყოს

გულის დაავადებების ერთ-ერთი ნიშანი ზედმეტი ძილია, ეს ასევე მოიცავს ძილს დღის განმავლობაში. შესაძლოა დაღლილობის განცდა ყოველთვის ბევრ მუშაობას არ უკავშირდებოდეს. გაიარეთ კონსულტაცია კარდიოლოგთან.

გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი

არსებობს ფარისებრი ჯირკვლის 2 ტიპის პრობლემა, რომელიც ძილზე მოქმედებს. ერთ-ერთი იწვევს ინსომნიას, მეორე კი ზედმეტ ძილიანობას ან მუდმივი დაღლილობის განცდას. ჰიპოტირეოზი 10 საათზე მეტ ძილს უკავშირდება და დღის მანძილზე იწვევს გამოფიტულობას და დაქანცვას. თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემა არ გაწუხებთ, მაგრამ ზედმეტად დიდხანს გძინავთ, გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი.

შესაძლოა რომელიმე სეზონზე უფრო მეტი გეძინოთ

სხვადასხვა სეზონებს სხვადასხვა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე. ზედმეტი ძილი ხშირად დამახასიათებელია შემოდგომის მიწურულს ან ზამთრის დასაწყისში, რასაც ხშირად ზამთრის დეპრესიას უწოდებენ.

6 საათზე ნაკლები გძინავთ ღამით

თუ საკმარისად კარგად არ გძინავთ, ესეც იწვევს დღის მანძილზე ძილიანობის პრობლემას. ძილის ნაკლებობისას უფრო მეტი ძილის მოთხივნილება ჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ. ძილის პერიოდი უნდა იყოს მშვიდი, მოდუნებული, და უშფოთველი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხეული ძილის დანაკლისის ანაზღაურებას დღე მოგთხოვთ.

ძილის დარღვევებს იწვევს აპნოეც

აპნოე არის სუნთქვის დროებითი შეჩერება, რომლის დროსაც ხდება 10 წამიანი კოლაფსი, ეს შეიძლება ღამეში 100ჯერ მაინც მოხდეს. ამის გამო ხდება ძილის შეწყვეტა ღამის განმავლობაში, შედეგად დამატებითი დრო გვჭირდება, რათა კარგად დავისვენოთ. როცა ვერ ვისვენებთ, დღის განმავლობაში განვიცდით ძილიანობას.

თქვენ რამდენი ხანი გძინავთ დღე-ღამის განმავლობაში? შეგიმჩნევიათ თქვენი ძილის რუტინაში მეტისმეტი ძილიანობის პრობლემა? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply