ინსომნიის სიმპტომები მოსახლეობის 1/3-ს აწუხებს. ამას კი ხშირად სერიოზულ და მწვავე შედეგებამდე მივყავართ. ასე რომ, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ძილის ხარისხს. ბევრი ადამიანი ამისთვის წამლებს იყენებს, თუმცა ჩვენ პრობლემის გადაჭრის სხვა გზას გთავაზობთ.
სახელდობრ ფეხის მასაჟი ჩაძინებაში გვეხმარება. ჩვენ დღეს გიზიარებთ რამდენიმე ტექნიკას, რომელიც სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ და ძალიან მცირე დროს წაგართმევთ.
რეფლექსოლოგი მიშელ სტივენსი გვიხსნის თვითდამასაჟების რამდენიმე ხერხს და მას რამდენიმე ნაბიჯად ყოფს.
ნაბიჯი 1
შეგიძლიათ დაიწყოთ დიდი თითის წერტილიდან. დაიმასაჟეთ ზედა ფოტოზე მოცემული წერტილი წრიული მოძრაობებით. შემდეგ მსუბუქად დააჭირეთ წერტილს თითი და გააჩერეთ რამდენიმე წამით.
ნაბიჯი 2
ახლა დაიმასაჟეთ ფეხის დიდი თითი ცერა თითით. დაიწყეთ თითის გვერდიდან და აჰყევით ქვემოდან ზემოთ. შემდეგ მოათავსეთ თითი ცენტრში და შემდეგ თითის მეორე მხარეს. გაიმეორეთ მინიმუმ სამჯერ.
ნაბიჯი 3
დაიმასაჟეთ ფეხის ზედა ნაწილი. გაამოძრავეთ თითები, პარალელურად კი დააწექით ფეხის გულს მთელი ძალით. გაიმეორეთ მოქმედება რამდენიმეჯერ.
ნაბიჯი 4
დაიმასაჟეთ დიდი თითის ქვეშ არსებული წერტილი. დააჭირეთ ძლიერად და გააკეთეთ წრიული მოძრაობები. გაიმეორეთ სამჯერ.
ნაბიჯი 5
დაიმასაჟეთ ფეხის ცენტრი ცერა თითით, გააკეთეთ წრიული მოძრაიბები. შემდეგ დააჭირეთ ამ წერტილს და გაჩერდით ასე რამდენიმე წამით.
ნაბიჯი 6
ნაზად ასწიეთ ზემოთ ფეხის ყოველი თითი, დაიწყეთ დიდი თითით და მიჰყევით ნეკა თითამდე. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ. ასევე შეგიძლიათ დაიმასაჟოთ თითებს შუა არსებული ადგილები.
ნაბიჯი 7
თქვენ უნდა იპოვოთ კოჭის ყველაზე მაღალი წერტილი ფეხის შიდა მხარეს. დააჭირეთ ცერა თითი ამ წერტილს. გააკეთეთ წრიული მოძრაობები 5 წამის განმავლობაში. ორსულებისთვის ეს ტექნიკა რეკომენდებული არ არის.
ნაბიჯი 8
დაწექით ზურგზე და მოხარეთ მუხლები. მოჰკიდეთ ხელი ფეხს და დაჭიმეთ თითები ფეხზე. ტერფის წინა ნაწილზე გაჩნდება ჩაღრმავება და დააწექით ამ წერტილს. დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით. გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.
თქვენ ოდესმე შეუწუხებიხართ ძილის პრობლემებს? როგორ გადაჭერით ეს საკითხი? გიცდიათ მასაჟი უკეთ დაძინებისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები კომენტარებში! ამ ტექნიკების შესახებ კი თქვენს მეგობრებსაც უამბეთ!